როგორ მიულოცეს საქართველოში აღდგომა ერთმანეთს აივნებიდან - ვიდეო

თბილისში ბევრმა მორწმუნემ აღდგომას სახლში დარჩენა გადაწყვიტა, დღესასწაულს კი ერთმანეთს აივნებიდან ულოცავდნენ. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ ჩაიარა აღდგომის ღამემ საქართველოს დედაქალაქში
Sputnik

ახალი კორონავირუსი COVID-19-ის ინფიცირების გავრცელების საფრთხის გამო საქართველოში საკომენდანტო საათი მოქმედებს, გამოცხადებულია საგანგებო რეჟიმი და კარანტინი. 

აღდგომა დისტანციურად - როგორ აღნიშნეს მორწმუნეებმა დღესასწაული სამებაში

მორწმუნეების ნაწილი, აღდგომის აღსანიშნავად, მაინც წავიდა ტაძრებში. ისინი ტაძრის ტერიტორიაზე საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იმყოფებოდნენ. ეკლესიებში იმაზე ნაკლები მლოცველი მივიდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მორწმუნეების დიდმა ნაწილმა დღესასწაულზე სახლში დარჩენა და ოჯახთან ერთად აღნიშვნა არჩია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებულია კორონავირუსით დაინფიცირების 394 შემთხვევა, მათგან 86 უკვე გამოჯანმრთელდა, ოთხი კი - გარდაიცვალა.