COVID-19 - ბოლო ცნობები

თურქეთში 107 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

ას წელგადაცილებული ქალბატონი გახდა ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული ადამიანი მსოფლიოში, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. თურქმა ექიმებმა კორონავირუსისგან განკურნეს 107 წლის ჰავაჰან ყარადენიზი, იუწყება РИА Новости სააგენტო Anadolu-ზე დაყრდნობით.

დასტურდება კორონავირუსის ახალი სიმპტომები და შედეგები: ვირუსის „ეჭვგარეშე“ უნარი >>

ქალი სტამბოლის სამეცნიერო-კვლევით კლინიკაში 7 აპრილს ძლიერი ხველისა და მაღალი სიცხის ჩივილებით გადაიყვანეს. მისი ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა.

კორონავირუსი საქართველოში: ბოლო მონაცემები ინფიცირებულების შესახებ თბილისში

ძლიერი იმუნიტეტის წყალობით ქალი ერთ კვირაში საავადმყოფოდან გაწერეს. ახლა ის საკუთარ სახლში 14 დღიან კარანტინს გადის.

ყარადენიზი დიდ ყურადღებას უთმობს კვებას, საუზმეზე მიირთმევს კარაქს, ნაღებს, თაფლს, რძეს. თავისი ცხოვრების განმავლობაში არ გადაუტანია ოპერაცია, მას შესანიშნავი მეხსიერება აქვს.

ყარადენიზს ჰყავს 4 შვილი, 11 შვილიშვილი და 15 შვილთაშვილი. მალე ყარადენიზის ერთ-ერთი შვილიშვილი ბაბუა გახდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის ინფექციის აფეთქებას პანდემია უწოდა. ჯანმოს ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში დაავადების თითქმის 2,1 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, თითქმის 140 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.