COVID-19 - ბოლო ცნობები

საგარეო უწყება: ნორვეგიაში პატიმრობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი არა აქვს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად ინტერესდება იმ თანამემამულეების პრობლემებით, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საზღვარგარეთ აღმოჩნდნენ.
Sputnik

თბილისი 17 აპრილი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასჯელს იხდის ნორვეგიის ერთ–ერთ საპატიმროში, კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.

მასმედიაში 17 აპრილს, დილიდან გაჩნდა ინფორმაცია, რომ ქართველი პატიმარი, რომელიც სასჯელს ნორვეგიის ციხეში იხდის, კორონავირუსით დაინფიცირდა და მკურნალობის შესაბამის კურსს გადის.

გერმანიამ საქართველოს პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარი აჩუქა

„მას ჰქონდა ტემპერატურა და იზოლაციაში იმყოფებოდა. გამოკვლევის შედეგად მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა“, – განაცხადეს საგარეო უწყების პრეს–სამსახურში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე. ამ დროისთვის ჩინეთიდან, იტალიიდან, ირანიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, ბელარუსიდან, ნიდერლანდებიდან, ეგვიპტიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან 5,5 ათასზე მეტი ადამიანი დაბრუნდა.

ის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში გამომგზავრებას ელოდებიან, ადგილობრივი საკონსულოების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან. ისინი უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებლითა და პროდუქტებით.

ხელით არ შეეხო: საქართველოში სენსორული ღილაკების წარმოება დაიწყო>>

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 370 პაციენტი, აქედან გამოჯანმრთელდა 79 ადამიანი.