COVID-19 - ბოლო ცნობები

დეკანოზი: როდესაც ადამიანები იხოცებიან, რომელი ეკლესიის ავტორიტეტზე შეიძლება ვილაპარაკოთ?!

მართლმადიდებლური სამყარო 19 აპრილს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს – აღდგომას ზეიმობს. როგორ აღინიშნება ის საქართველოში, ყველას აინტერესებს, მათ შორის – მღვდელმსახურებსაც.
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. როდესაც ადამიანები იხოცებიან, რომელი ეკლესიის ავტორიტეტზე შეიძლება ვილაპარაკოთ?! განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ ტელეკომპანია TV Pirveli-ს ეთერში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 370-მდე გაიზარდა>>

მიუხედავად ეპიდემიოლოგების კატეგორიული გაფრთხილებისა, თუ რამდენად სარისკოა კორონავირუსის პანდემიის პირობებში სააღდგომო მასობრივი ლიტურგიის ჩატარება, ამასთან, დაწესებული შეზღუდვებისა და აკრძალვების ფონზე, ქართულმა მართლმადდებლურმა ეკლესიამ უარი არ თქვა აღდგომის ღამეს ღვითისმსახურების ჩატარებაზე. მეორე მხრივ, სამღვდელოების ნაწილმა უკვე მოუწოდა მრევლს, აღდგომა სახლში გაატაროს.

წყნეთში ტაძარი დაიკეტა – მრევლის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

„როდესაც ადამიანები იხოცებიან, რომელი ეკლესიის ავტორიტეტზე შეიძლება ვილაპარაკოთ? თუ ადამიანები ხელიდან უნდა გამოგვეცალონ, რად გვინდა ასეთი ავტორიტეტი?! არ ვფიქრობ ავტორიტეტზე, ვფიქრობ, როგორ ვუშველოთ ხალხს. ექნება ეკლესიას ავტორიტეტი - გააგძელებს ცხოვრებას, არ ექნება - მაინც გააგრძელებს. ავტორიტეტზე გამოკიდება არ არის სწორი. ქრისტეს ავტორიტეტზე გამოკიდების სურვილი რომ ჰქონოდა, ჯვარზე კი არ გაეკვრებოდა“, – განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.

აღდგომის ღამეს მორწმუნეთა ნაწილი, ვინც აპირებს ტაძრებში მისვლას, იქ კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ანუ საღამოს ცხრა საათამდე უნდა მივიდეს და ეკლესიაში დილის ექვს საათამდე, კომენდანტის საათის დასრულებამდე უნდა დარჩეს. სპეციალისტების აზრით, ძალზე სარისკოა ცხრა საათის განმავლობაში ერთ სივრცეში ამდენი ადამიანის შეკრება.

ცამეტი სასულიერო პირი სააღდგომო ლიტურგიაში მონაწილეობაზე უარს ამბობს

17 აპრილის 12:00 საათიდან ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. დაიკეტა ყველა სასაფლაო.

ასევე, 17 აპრილიდან საქართველოში აუცილებელი ხდება სამედიცინო პირბადის ტარება დახურულ სივრცეში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 370 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელდა 77 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5035, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 540 პაციენტია.