თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ამ დროისათვის მსოფლიოში დაახლოებით 70 პოტენციური ვაქცინა მუშავდება კორონავირუსის წინააღმდეგ, რომელთაგან სამი უკვე გადის კლინიკურ შემოწმებას, აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
დასრულების ზღვართან ყველაზე ახლოს დგას ვაქცინა, რომელიც ჰონკონგის კომპანია CanSino Biologics Inc–მა და პეკინის ბიოტექნოლოგიურმა ინსტუტმა შექმნეს. ის უკვე იცდება ადამიანებზე, ამ დროისათვის მიმდიანრეობს მეორე ეტაპი.
შემდეგ მოდის ორი ამერიკუი ბიოტექნოლოგიური სტარტაპის — კომპანია Moderna Inc. და Inovio Pharmaceuticals Inc–ის ორი ვაქცინა. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიებს მანამდე არასდროს გამოუშვიათ მსგავსი პრეპარატები. თუმცა ორივე მათგანმა გამოტოვა სხვა შემთხვევებში აუცილებელი ეტაპი — ცხოველებზე ტესტირება, რაც, როგორც წესი, წლობით გრძელდება და პირდაპირ ადამიანებზე გამოცდა დაიწყო.
ჯანმოს ინფორმაციით, ვაქცინის შექმნაზე ათასგვარი ორგანიზაცია მუშაობს — დაწყებული ფარმაცევტული გიგანტებით და დასრულებული პატარა ბიოტექნოლოგიური კომპანიებით, არაკომერციული ჯგუფებითა თუ აკადემიური ცენტრებით. თუმცა საქმე არა მარტი საქმის ოპერატიულად დასრულებაა, არამედ ვაქცინის მსხვილი, სამრეწველო მასშტაბებით სწრაფად წარმოებაშიც. ეს კი უკვე მხოლოდ უზარმაზარი საწარმოო სიმძლავრეების მქონე დიდ ფარმაცევტულ კომპანიებს ხელეწიფებათ.
კლინიკურ გამოცდებამდე სტადიაზე ვაქცინები უკვე აქვთ ისეთ ცნობილ მწარმოებლებს, როგორებიც არიან Pfizer Inc., Johnson & Johnson და Sanofi.
ჯანმო აღიარებს, რომ COVID-19–ის ვაქცინის შემუშავების ტემპები უპრეცედენტოა. როგორც წესი, ეს ძვირადღირებული, რთული და ხანგრძლივი პროცესია, რასაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციები და არაერთი წლის განმავლობაში გამოცდა სჭირდება იმის დასამტკიცებლად, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და ეფექტური.
ეს ვადა ჩვეულებრივ დაახლოებით 10–15 წელს მოიცავს, თუმცა ახლა კომპანიები მის ერთ ან წრთნახევარ წლამდე შემცირებას გეგმავენ. ეს იმის გამო, რომ ახალმა კორონავირუსმა უკვე უამრავი სიცოცხლე შეიწირა.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი პანდემია კორონავირუსის უკვე მესამე აფეთქებაა XXI საუკუნეში (პირველი იყო SARS–ი, შემდეგ კი — MERS–ი), დამტკიცებული ვაქცინები აქამდე არ არსებობს.
გამომდინარე იქიდან, რომ ინფექციური პათოგენის დათრუნვა მხოლოდ შემაკავებელი ღონისძიებებით ნაკლესარწმუნოა, მთელი იმედები ახალ პრეპარატზე რჩება.
დასტურდება კორონავირუსის ახალი სიმპტომები და შედეგები: ვირუსის „ეჭვგარეშე“ უნარი>>
ექსპერტები ღელავენ იმის გამო, რომ პოტენციური ვაქცინების ტესტირების ბევრი აუცილებელი ეტაპის გამოტოვება ზრდის მათი შემდგომი გამოყენების რისკებს. ერთ–ერთი ამგვარ ეფექტად ისინი მიიჩნევენ „იმუნური დაძაბვის“ ეფექტს — როდესაც ვაქცინა იწვევს არა იმუნიტეტის წარმოშობას, არამედ პირიქით, ასუსტებს ორგანიზმის იმუნურ რეაქციას ვირუსზე.
COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინის მუშაობაზე კოორდინაციის გასაძილიერებლად, ჯანმომ შექმნა საერთაშორისო პლატფორმა კლინიკური გამოცდების რეგისტრაციისთვის, რომილს ამოცანაცაა, უზრუნველყოს სამეცნიერო კვლევებზე ხელმისაწვდომობა მათთვის, ვინც ვაქცინაზე მუშაობს.