COVID-19 - ბოლო ცნობები

პანდემია და ცხოვრება დისტანციურად: როგორი ვირტუალური რეალობაა საქართველოში

ახალმა კორონავირუსმა მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრება: პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლებში დასვა, მათივე უსაფრთხოების მიზნით აუკრძალა ქუჩაში გასვლა და კარანტინის წესების მკაცრად დაცვა დაუწესა.
Sputnik

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ დღეს ბევრისთვის ლუკმაპურის შოვნის, საკვების შეკვეთისა თუ უბრალოდ გართობის ერთადერთი საშუალება ინტერნეტია. მაგრამ ისევე როგორც ყველაფერს მსოფლიოში, ვირტუალურ რეალობასაც აქვს თავისი მინუსები და პლუსები, რომლებზეც ჩვენს სტატიაში ვისაუბრებთ.

საქართველოსთვის ტექნიკური პროგრესი კორონავირუსის ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი აღმოჩნდა. როდესაც ქსელი შეფერხებით მუშაობს ან ელექტროენერგია ითიშება, მოსახლეობა პანიკაში ვარდება.

„ძალიან დროულია“ - საქართველოში დასაქმების ონლაინ-ფორუმი ჩატარდა >>

პანდემიამ აჩვენა, რამდენად არის მზად ქვეყანა ვირტუალური ცხოვრებისთვის. დაჩქარებული რეჟიმით გლობალურ ქსელში გადაინაცვლა საქართველოს სოციალური სფეროს დიდმა ნაწილმა: კინომ, თეატრმა, განათლებამ, მაღაზიებმა, ურთიერთობამ და მრავალმა სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სფერომ.

სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ის, რის პირისპირაც აღმოვჩნდით - ამას კი შეიძლება ვუწოდოთ ტექნოლოგიების სტიქიური განვითარება - ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტის, სოსო არჩვაძის აზრით, შეიძლება არა მარტო დაეხმაროს მოსახლეობას კორონავირუსის გადატანაში, არამედ ქვეყნის ეკონომიკის მომავალს სარგებელიც კი მოუტანოს.

„ახლა დაყოვნება სიკვდილის ტოლფასია, ასე ყალიბდება ხელახლა მსოფლიოში სამრეწველო-ეკონომიკური ურთიერთობები. მალე დაინახავთ: მოგებული დარჩებიან ის სახელმწიფოები და მრეწველები, რომლებიც ამას იგრძნობენ, ამ ცვლილებების სათავეში აღმოჩნდებიან და თავს ახალ ამპლუაში წარმოაჩენენ“, - განაცხადა არჩვაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

კორონავირუსი საქართველოში: ბიზნესი ახალ რეალობას ერგება

კორონავირუსის ნოუჰაუ

კორონავირუსმა საქართველოში მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა დისტანციურ ვაჭრობას. თუ სხვა ქვეყნებში, მათ შორის, რუსეთში ვირტუალური ვაჭრობის სისტემა უკვე დიდი ხანია კარგადაა განვითარებული და ყველაფრის შეძენა ინტერნეტით სულ რაღაც წუთებშია შესაძლებელი, საქართველოში ჯერ კიდევ იანვარში განსხვავებული ვითარება იყო.

საქართველოში დისტანციურ მომსახურებას მომხმარებელს შედარებით ნაკლები მაღაზია სთავაზობდა, ვიდრე დღეს. მართალია, ასორტიმენტი შედარებით შეზღუდული, მიწოდების დრო და ხარისხი კი საშუალო იყო, მაგრამ უკვე მარტისთვის ვითარება კარდინალურად შეიცვალა. დღეს გაფართოვდა როგორც კურიერების მომსახურების არეალი, ისე სავაჭრო სპექტრი, გაუმჯობესდა მათი მომსახურების ხარისხიც.

ვიდრე იზოლაციაში ვსხედვართ, ირგვლივ ბევრი რამ შეიცვალა. თუნდაც ტაქსი ავიღოთ: დღეს, როდესაც მათი მომსახურებით სულ უფრო ნაკლები ადამიანი სარგებლობს, მათ მალევე შეითავსეს ახალი ფუნქცია და მზად არიან ერთი ადგილიდან მეორემდე მიიტანონ ყველაფერი, რასაც მოისურვებთ: ფოსტა, ამანათი...

რაში დახარჯავს მთავრობა დონორების მიერ გამოყოფილ 1.5 მილიარდ დოლარს: მინისტრის განმარტება

ამგვარად, თუ ცოტა ხნის წინათ დისტანციური ვაჭრობის ინდუსტრია ბიზნესის არცთუ ისე აქტიური ნაწილი იყო და ზარმაცების მომსახურებად ითვლებოდა, დღეს მან შექმნა საკუთარი ბიზნეს-ასოციაცია და მთავრობისგან შემდგომი განვითარებისა და მხარდაჭერის გარანტიაც კი მიიღო.

ამჟამად ახალი ბიზნესისთვის მზადდება კანონპროექტი, რომელიც აღნიშნულ სფეროს დაარეგულირებს. მას საგადასახადო შეღავათებსაც ჰპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამჟამად მოქმედებს კონკრეტული შეზღუდვები: ინტერნეტში შეიძლება მხოლოდ პროდუქტების, წამლების, მზა კერძებისა და კომპიუტერული ტექნიკის შეძენა. მაგრამ ეს - დროებით. მომავალში ხელისუფლება ამ ლიმიტების მოხსნას აპირებს. ასე რომ, ვინ იცის, იქნებ შევეჩვიოთ კიდეც ახლებურ წესრიგს და ქვეყანაში საერთოდ აღმოიფხვრას აუცილებლობის გარეშე მაღაზიებსა და აფთიაქებში სიარულის ჩვევა.

შეცვლილი რეალობა

ამასობაში საგანგებო მდგომარეობამ და კარანტინმა აჩვენა საქართველოს კიდევ ერთი ნაკლი - განსხვავება ქალაქსა და სოფელს შორის. თუ მსხვილ ქალაქებში ინტერნეტი და მისი სხვა სიკეთეები ხელმისაწვდომია, ქვეყნის დანარჩენ ნაწილში განსხვავებული ვითარებაა.

თურნავა: მზად ვართ, საერთაშორისო კომპანიებს საქართველო ალტერნატიულ პლატფორმად შევთავაზოთ

ასე, მაგალითად, მიწოდების სამსახური მხოლოდ ქალაქებში მოქმედებს. სოფლებსა და დაბებში ამ თვალსაზრისით სავალალო მდგომარეობაა - მიწოდების სამსახური არ არსებობს, მაღაზიაც შეიძლება მხოლოდ ერთი იყოს.

ხოლო თუ კურიერის სამსახური არის კიდეც, ისეთი ძვირი ღირს, რომ მოსახლეობას ურჩევნია პროდუქტის სხვა გზით შეძენა.

სამწუხაროა, მაგრამ სოფლის მოსახლეობა მოკლებულია ისეთ მომსახურებებსაც, როგორებიცაა ინტერნეტით ექიმთან კონსულტაცია თუ სხვადასხვა საბანკო დისტანციური ოპერაცია. თუ არ არის ინტერნეტი, არ არის კრედიტი და არ არის სასურველი ნივთი.

იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ სოფელს ელექტროენერგიაც არ მიეწოდება, ნოუჰაუს საკითხი თავისთავად იხსნება დღის წესრიგიდან.

მცირეოდენი სტატისტიკა

დღეს საქართველოში, რომლის მოსახლეობაც 3,7 მილიონია, რეგისტრირებულია ინტერნეტის 875,7 ათასი აბონენტი. ამასთან, თბილისსა და მის შემოგარენში ინტერნეტი ხელმისაწვდომია 100%-ით, რეგიონებში ეს მაჩვენებელი 40-60%-ს არ აღემატება.

ვაჭრობის მონაცემები: ოქრო რეკორდულად გაძვირდა

ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში XXI საუკუნეში არსებობს სოფლები, რომლებშიც ინტერნეტზე არაფერი სმენიათ.

გაცილებით უკეთაა საქმე ქვეყანაში მობილურ ინტერნეტთან დაკავშირებით: საქართველოში ორ მილიონამდე მომხმარებელია, რომელიც ინტერნეტით სმარტფონების მეშვეობით სარგებლობს.

გამოდის, რომ ინტერნეტიზაციის საკითხი პანდემიის დროს არა უბრალოდ გასართობი, არამედ სრულფასოვანი ცხოვრების პირობაა.

ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს. ჯერ კი საქართველოში ინტერნეტის ალტერნატივა კვლავ ნაცნობი ტელევიზიაა.

ტელეეკრანებიდან სკოლის მოსწავლეებს უტარდებათ გაკვეთილები, ჩვენ კი ოცდაოთხი საათის განმავლობაში გვიყვებიან, როგორ გვკარნახობს პანდემია ცხოვრების წესებს: როდის გავიდეთ სახლიდან, რა დისტანცია დავიცვათ და როგორი ნიღბები გამოვიყენოთ.

ლიზა შელია