COVID-19 - ბოლო ცნობები

სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანელ ხალხს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა

გასულ ღამეს ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა – აზერბაიჯანელებმა ამ ფორმით გამოხატეს ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა.
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს და აზერბაიჯანელ ხალხს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ესპანეთო, საქართველო შენ გვერდითაა!“- თბილისის ტელეანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა

Twitter-ის საკუთარ გვერდზე ზურაბიშვილმა ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრის საქართველოს დროშის ფერებში განათების შესახებ კომენტარი დაწერა.

„დღეს ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს. მადლობა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის. ეს აზერბაიჯანელი ხალხის მხრიდან სოლიდარობის დიდებული გამოვლინებაა. ერთად უფრო ძლიერები ვართ“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისადმი სოლიდარობა არაერთხელ გამოხატა. თბილისის ტელეანძა ამ რთულ დროში მხარდაჭერის მიზნით, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, განათებული იყო იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დროშების ფერებში.