COVID-19 - ბოლო ცნობები

სერგეი ლავროვი: თავი შეიკავეთ კორონავირუსის თემის პოლიტიზირებისგან

რუსი მინისტრის თქმით, ჯანმო „მნიშვნელოვან მაკოორდინებელ როლს ასრულებს და პანდემიასთან ბრძოლას ეხმარება“.
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. მოვუწოდებთ სხვა ქვეყნებს, თავი შეიკავონ კორონავირუსისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თემების პოლიტიზირებისგან, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. 

ბრძოლა კორონავირუსთან: რუსეთში ახალი პრეპარატი შექმნეს

მისი თქმით, ახლა საჭიროა პანდემიის გავრცელების აღკვეთისთვის საჭირო კონკრეტულ ნაბიჯებზე კონცენტრაცია, რათა ზარალი, მით უმეტეს, ადამიანური, მინიმალური იყოს.

„მე ვურჩევდი [ქვეყნებს], თავი შეიკავონ კორონავირუსის თემის პოლიტიზირების მცდელობისგან — რაც შეიმჩნევა არა მარტო ჯანმოს, არამედ ამა თუ იმ ქვეყნის მიმართაც. მე ახლა ყურადღებას უფრო პანდემიის გავრცელების აღკვეთისთვის აუცილებელ ნაბიჯებზე, ზარალის მინიმიზაციაზე გავამახვილებდი, უპირველესად, ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე“, — განაცხადა ლავროვმა. 

რუსი მინისტრის თქმით, ჯანმო „მნიშვნელოვან მაკოორდინებელ როლს ასრულებს და პანდემიასთან ბრძოლას ეხმარება“, რაც აისახა კიდეც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციასა და „დიდი ოცეულის“ საგანგებო სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციაში.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ დაიმუქრა, რომ შეუძლია აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდანაც გაიყვანოს და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციიდანაც. ამერიკის პრეზიდენტის აზრით, ისინი ზიანს აყენებენ აშშ-ის ინტერესებს.