COVID-19 - ბოლო ცნობები

პუტინი: კორონავირუსთან ბრძოლისთვის მსოფლიოში ექსტრაორდინარული ზომების გატარებაა საჭირო

რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ პანდემიის  წინააღმდეგ  ეფექტური ბრძოლა მხოლოდ  საერთაშორისო საზოგადოების ძალების გაერთიანების გზით არის შესაძლებელი
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik.  კორონავირუსის  პანდემია მთელს მსოფლიოში ნეგატიურ გავლენას ახდენს ცხოვრების ყველა სფეროზე, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა COVID-19- ის გავრცელებასთან დაკავშირებით ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს წევრებთან შეხვედრის დროს. მისი საუბრის სტენოგრამა კრემლის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული. 

„კორონავირუსის პანდემიამ ნამდვილად უარყოფითი გავლენა იქონია ცხოვრების ყველა ასპექტზე, თანაც პრაქტიკულად მთელს მსოფლიოში: ეკონომიკაზე, სოციალურ სფეროზე. შემცირდა მოსახლეობის მობილობა, გართულდა საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, ცვალებადობას დაექვემდებარა გლობალური ფინანსური ... და სასაქონლო ბაზრები, ჩვენთვის ეს მეტად მნიშვნელოვანია. არსებითად იზრდება დატვირთვა ჯანდაცვის სისტემაზე, ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად, მართლაც ექსტრაორდინალური ზომებია აუცილებელი“,  — განაცხადა რუსეთის ლიდერმა. 
სერგეი ლავროვი: თავი შეიკავეთ კორონავირუსის თემის პოლიტიზირებისგან

ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ პანდემიის  წინააღმდეგ  ეფექტური ბრძოლა მხოლოდ  საერთაშორისო საზოგადოების ძალების გაერთიანების გზით არის შესაძლებელი. მისი თქმით, რუსეთი ხელს უწყობს სწორედ ასეთ კოლექტიურ მიდგომებს ყველგან — გაეროში, „დიდი ოცეულის“ ჯგუფში თუ ,დსთ-ში.

„ჩვენ არ ვართ გულგრილი იმ პრობლემების მიმართ, რომელსაც სხვა სახელმწიფოები განიცდიან პანდემიის გამო. ჩვენ ვცდილობთ, პირველ რიგში ყველაზე მეტად გაჭირვებულ ქვეყნებს დავეხმაროთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავნაგრძობთ საქმეს, გავუზიარებთ მათ გამოცდილებას, გავცვლით ოპერატიულ ინფორმაციას... არ შემიძლია არ დავეთანხმო იმას, რომ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები გონივრული და პროპორციონალური უნდა იყოს, არ უნდა გამოიწვიოს ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი თანამშრომლობითი კავშირების დანგრევა, საერთაშორისო ვაჭრობის შეწყვეტა და ორმხრივი ინვესტიციების შეჩერება“, — დასძინა რუსეთის ლიდერმა.  

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 1,934 583 ადამიანია ინფიცირებულია. აქედან გარდაიცვალა 120 863 ადამიანი და განიკურნა 2 964 726 ადამიანი.