COVID-19 - ბოლო ცნობები

რა მანძილზე შეიძლება კორონავირუსით ინფიცირება: მეცნიერები ახალ მონაცემს ასახელებენ

ჩინეთის სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებმა შეისწავლეს უჰანის საავადმყოფოს ინტენსიური და ასევე ზოგადი თერაპიის განყოფილებებში არსებული ზედაპირებისა და ჰაერის სინჯები, სადაც COVID-19-ით დაავადებულებები გადიოდნენ მკურნალობას.
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. კორონავირუსული ინფექცია, რომელიც დაავადება COVID-19-ს იწვევს, აეროზოლური ნაწილაკების მეშვეობით დაავადებულისგან 4 მეტრის მანძილზე შეიძლება გავრცელდეს, ნათქვამია ჩინელი მეცნიერების ახალ კვლევაში, რომელიც Emerging Infectious Diseases-შია გამოქვეყნებული. 

COIVD-19-ის ფსიქოლოგიური შედეგები: ექიმი საზოგადოებას აფრთხილებს

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებმა შეისწავლეს ქალაქ უჰანის საავადმყოფო Huoshenshan-ის ინტენსიური და ასევე ზოგადი თერაპიის განყოფილებებში არსებული ზედაპირებისა და ჰაერის სინჯები, სადაც COVID-19-ით დაავადებულები გადიოდნენ მკურნალობას. 

მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ვირუსის შემცველი ნაწილაკები ჰაერში რამდენიმე საათის განმავლობაში რჩება და დაავდებული პაციენტიდან ოთხი მეტრის მანძილზე ვრცელდება, რაც, მეცნიერების თქმით, 2-4-ჯერ აღემატება დისტანციას, რომელიც ქვეყნების უმეტესობაშია დადგენილი - როგორც ადამიანებს შორის აუცილებელი მანძილი პანდემიის პირობებში. 

ჩინელი ექსპერტი COVID-19-ის მეორე ტალღას ელოდება: სახელდება სავარაუდო დრო>>

ამის პარალელურად ჩინელი სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ მომენტისთვის არ არსებობს არანაირი მონაცემი, რომელიც დაადასტურებდა, რომ აეროზოლური ნაწილაკებით კორონავირუსით ინფიცირება შესაძლებელია.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 184 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 1 859 011 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 114 979 და განკურნებულია 2 816 674 პაციენტი.