COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსი აშშ-ში, იტალიაში და მსოფლიოში - ბოლო მონაცემები 12 აპრილისთვის

აშშ პირველ ადგილზე გავიდა მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, ევროპაში ყველაზე მეტი დაღუპულია იტალიაში, ინფიცირებული - ესპანეთში
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. მთელი მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 792 782 ადამიანს შეადგენს, გარდაიცვალა სულ 109 785 ადამიანი. დაავადება გავრცელებულია 210 ქვეყანასა და ტერიტორიაზე.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 12 აპრილისთვის >>

11 მარტს ჯანმომ კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ურთულესი მდგომარეობაა აშშ-ში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ინგლისში. ჩინეთში, საიდანაც გავრცელდა კორონავირუსი, ეპიდემია უკვე დასრულდა - COVID-19-ის ყველა ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.

სიტუაცია აშშ-ში

დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი უბედურების რეჟიმი (major disaster exist) გამოაცხადა ვაიომინგის შტატში, რომელიც გახდა რიგით 50-ე შტატი, სადაც მსგავსი ზომებია მიღებული. ამგვარად, ეს რეჟიმი ისტორიაში პირველად მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ამოქმედდა.

„პირველად ისტორიაში პრეზიდენტი აცხადებს, რომ დიდი უბედურების რეჟიმი ერთბაშად 50 შტატში მოქმედებს“, - დაწერა თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯად დირმა Twitter-ში.
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღე-ღამეში 16%-ით გაიზარდა

შაბათს აშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა - დღეისათვის ამერიკაში 533 115 ინფიცირებულია და 20 580 დაღუპულია. ყველაზე მეტი შემთხვევა ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებშია დაფიქსირებული.

ინფიცირებულთა ასეთ მაღალ მაჩვენებელს ტრამპი მოსახლეობის აქტიურ ტესტირებას უკავშირებდა.

აშშ-ში გამოჯანმრთელდა 30 502 ადამიანი, მძიმე მდგომარეობაშია 11 471 პაციენტი.

სიტუაცია იტალიაში

იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 152 271-ს აღწევს, ერთ დღე-ღამეში დაფიქსირდა 4 694 ახალი შემთხვევა და 619 გარდაცვალება.

გარდაცვლილია 19 468 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 32 534 პაციენტი.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ სომხეთში ათასს გადააჭარბა

სიტუაცია ესპანეთში

ესპანეთი ინფიცირებულების მიხედვით აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. ამ ქვეყანაში კორონავირუსის 163 027 შემთხვევა დადასტურდა, გასულ დღე-ღამეში გამოვლინდა 4 754 ახალი შემთხვევა. გარდაიცვალა 16 972 ადამიანი, დღეს - 366, ხოლო გასულ დღე-ღამეში - 525 პაციენტი.

ესპანეთში გამოჯანმრთელდა 62 391 პაციენტი. ამგვარად, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 86 656-ს შეადგენს.

მადრიდში გარდაიცვალა 6 ათასზე მეტი ადამიანი, კატალონიაში - 3,3 ათასი.

კორონავირუსი საქართველოში

12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 252-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 63 ადამიანი, გარდაიცვალა – 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4925, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 401 პაციენტია. კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ სამი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან სამკურნალოდ სამშობლოში ჩამოიყვანეს.

სასიხარულო სიახლე - ორსულმა და 65 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა კორონავირუსი დაამარცხეს

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება.

31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი დაწესდა. 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

სრული კარანტინის რეჟიმი მარნეულის, ბოლნისის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში დაწესდა. სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში - გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში. გარდა იმ მეზღუდვებისა, რაც დადგენილია საგანგებო მდგომარეობით, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა.