თბილისი, 9 აპრილი – Sputnk. კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით საქართველოს ქალაქებში სადეზინფეციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს – გასულ ღამეს სპეციალური ხსნარებით დამუშავდა ოზურგეთის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის ქუჩები.
ბათუმში სპეციალური ტექნიკით დაამუშავეს გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩები.
ოზურგეთში, ცენტრალური ქუჩების გარდა, დეზინფექცია ჩაუტარდა მაღაზიებსა და აფთიაქებს.
სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები აკონტროლებდნენ.
სადეზინფექციო სამუშაოები დიდ ქალაქებში ადამიანების მასობრივი თავშეყრის ადგილებში კვირაში ერთხელ ჩატარდება.