ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

როგორ მოვიქცეთ, რომ შინაური ცხოველები კორონავირუსით არ დავაინფიციროთ: ექიმის რჩევა

ექსპერტმა აღნიშნა, რომ COVID-19  ჯერ კიდევ ნაკლებადაა შესწავლილი. განსაკუთრებით შეუსწავლელია შინაური ცხოველების, კერძოდ, ძაღლებისა და კატების მოწყვლადობა დაავადების მიმართ.
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულებს არ უნდა ჰქონდეთ კონტაქტი შინაურ ცხოველებთან, რათა ადამიანმა ცხოველს ვირუსი არ გადასდოს, აცხადებს ვეტერინარიის ექსპერტი, ექიმი თემურ პესტერევი. 

უჰანის კატების ისტორია: რა ეწერა რეალურად კვლევაში, რომელმაც სკანდალი გამოიწვია

„ორი დოკუმენტურად დადასტურებული შემთხვევის საფუძველზე (კორონავირუსით დაინფიცირდნენ ტაივანში კატა და აშშ-ში ვეფხვი), შესაძლებელია დასკვნის გამოტანა, რომ თუ ადამიანი დაავადებულია, მან არ უნდა იკონტაქტოს ცხოველებთან. თუ ცხოველი დაავადდება, სჯობს ის კარანტინში მოთავსდეს“, — განუცხადა მან  РИА Новости-ს.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ COVID-19  ჯერ კიდევ ნაკლებადაა შესწავლილი. განსაკუთრებით შეუსწავლელია შინაური ცხოველების, კერძოდ, ძაღლებისა და კატების მოწყვლადობა დაავადების მიმართ.

„ძაღლების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ მიღებულია რამდენიმე მონაცემი იმის შესახებ, რომ კატები თეორიულად შეიძლება კორონავირუსით დაინფიცირდნენ. არ არსებობს არანაირი მონაცემი იმის შესახებ, რომ ისინი შეიძლება ვირუსის გადამტანები იყვნენ“, — დააზუსტა პესტერევმა.

ამის მიუხედავად, ექსპერტი გირჩევთ, დაიცვათ საკუთარი თავი და გარშემო მყოფები. თუ კატას კორონავირუსის სიმპტომები აქვს, არ ღირს მისი ჯანმრთელ ადამიანებთან ერთად ყოფნა. ამ ოთხფეხებში  COVID-19  მიმდინარეობს მშრალი ხველით, რომლის საშუალებითაც მათ თეორიულად ვირუსის გამოყოფა შეუძლიათ, განმარტა ექსპერტმა.