COVID-19 - ბოლო ცნობები

თბილისში დღეიდან ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვას სოციალური დისტანცია, თუმცა ბაზრებში ხშირად ფიქსირდება დარღვევები.
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. თბილისში დღეიდან ყველა აგრარული ბაზარი დროებით დაიკეტა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ დედაქალაქის მერიაში.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, ბაზრების დახურვა საქართველოს დედაქალაქში უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოხდა.

საქართველოს მასშტაბით აგრარული ბაზრები იხურება

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვას სოციალური დისტანცია, თუმცა ბაზრებში ხშირად ფიქსირდება დარღვევები.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აგრარული ბაზრები საქართველოს სხვა ქალაქებშიც დაიხურა.

კერძოდ, აგრარული ბაზრები დაიხურა შიდა ქართლში. დღეს შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე ექვსი აგრარული ბაზრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. სავაჭრო ობიექტების დაკეტვა მიზნად ისახავს კორონავირუსის გავრცელების რისკების მაქსიმალურად შემცირებას. რეგიონის გუბერნატორის გიგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ბაზრების დროებითი დახურვა მუნიციპალიტეტებს შორის მოსახლეობის გადაადგილებასაც შეამცირებს.

აგრარული ბაზარი დაიხურა ბათუმშიც. როგორც ქალაქის მერიაში განაცხადეს, ბაზარში იყო ხალხმრავლობა, ვერ ხერხდებოდა წესების დაცვა და სწორედ ამიტომ მიიღეს დახურვის გადაწყვეტილება.

თელავში აგრარული ბაზარი დაიხურა

ასევე აგრარული ბაზარი დაიხურა სენაკსა და ზუგდიდში. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ბაზრებში მხოლოდ დისტანციის დაცვა არაა საკმარისი, აქ ნაღდი ფულის მოძრაობაშიცაა პრობლემა.

ახალ კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციის ფარგლებში დღევანდელი დილიდან აგრეთვე დროებით დაიხურა ოზურგეთის ბაზარიც. ამასთან, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გარე ვაჭრობაც აიკრძალა.

ყველა აგრარული ბაზარი დაიხურა იმერეთშიც. იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ბაზრის ტერიტორიაზე მხოლოდ მაღაზიები იმუშავებენ.

ალექსანდრე მოწერელია: სენაკის და ზუგდიდის აგრარული ბაზრების დახურვა დროებითია>>

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 195-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 39 ადამიანი, გარდაიცვალა – 2, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4735, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 383 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

20 მარტიდან საქართველოში დროებით დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი. მუშაობენ აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები, ზოომაღაზიები, საწყობები, აგრარული ბაზრები, ცხოველთა ბაზრები, სასუქის მაღაზიები, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები, ასევე ბენზინგასამართი სადგურები. გარდა ამისა, მუშაობს საცხობები, ცხოველთა სასაკლაოები, სურსათის მწარმოებელი/გადამამუშავებელი სხვა საწარმოები, სამაცივრე მეურნეობები, ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოები და დისტრიბუტორები, ვეტერინარიული კლინიკები, ვეტაფთიაქები, ცხოველთა ფერმები, ლაბორატორიები.