მსოფლიო დღეს

დონალდ ტრამპი ნავთობზე მაღალი საბაჟო გადასახადის დაწესებას აპირებს

ხუთშაბათს საუდის არაბეთმა OPEC+ შეთანხმების წევრი და ასევე სხვა სახელმწიფოების სასწრაფო შეხვედრა მოითხოვა „სამართლიანი შეთანხმების მიღწევისა და ნავთობის ბაზრებზე ბალანსის აღდგენის მიზნით“.
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. თუ ნავთობის ფასები ამჟამინდელ დონეზე დარჩება, „ძალიან არსებით“ საბაჟო გადასახადებს დავაწესებ, აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რის შესახებაც წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„თუ [რუსეთი და საუდის არაბეთი] არ შეთანხმდებიან, საბაჟო გადასახადებს დავაწესებ – ძალიან არსებით გადასახადებს. იმიტომ რომ ახლა ჩვენ დამოუკიდებლები ვართ. ჩვენ საკუთარი ნავთობი გვაქვს“, — ციტირებს სააგენტო აშშ-ის ლიდერის სიტყვებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მანამდე დონალდ ტრამპი ირწმუნებოდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და საუდის არაბეთის პრინცი მოჰამედ ბენ სალმანი შეძლებენ შეთანხმდნენ ნავთობის სადღეღამისო მოპოვების 10–15 მლნ ბარელით შემცირების თაობაზე. თუმცა ჯერჯერობით არანაირი შეთანხმების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

რუსული ნავთობის ფასი ბარელზე 10 დოლარამდე დაეცა: პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში

გასულ ხუთშაბათს საუდის არაბეთმა OPEC+ შეთანხმების წევრი და ასევე სხვა სახელმწიფოების სასწრაფო შეხვედრა მოითხოვა „სამართლიანი შეთანხმების მიღწევისა და ნავთობის ბაზრებზე ბალანსის აღდგენის მიზნით“.

მდგომარეობა ნავთობის ბაზარზე

ნავთობის ფასები 6 მარტს თითქმის ორჯერ დაეცა COVID-19-ის პანდემიის ფონზე შემცირებული მოთხოვნებისა და ასევე OPEC+-ის შეთანხმების ამოწურვის გამო. ალიანსის ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ ვერც გარიგების პარამეტრების შეცვლისა და ვერც მისი გაგრძელების შესახებ. 

შედეგად – 1 აპრილიდან OPEC+-ის შეთანხმების ყოფილ წევრ ქვეყნებს ერთმანეთის მიმართ აღარანაირი ვალდებულება აღარ აქვთ. 

ლარის გაუფასურების მიუხედავად: საქართველოში ბენზინი გაიაფდა>>

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, ნავთობის ბაზარი ერთობლივ მოქმედებას მოითხოვს. ამიტომ რუსი მენავთობები მზად არიან ამგვარი ნაბიჯების გადასადგმელად, ოღონდ OPEC+-ის წევრ ქვეყნებთან და ისეთ მსხვილ ნავთობმომპოვებელ ქვეყნებთან, როგორიც შეერთებული შტატებია.

პრეზიდენტ პუტინის თქმით, ერთად ქვეყნები შეძლებენ, რომ ნავთობის სადღეღამისო მოპოვება 10 მლნ ბარელით შემცირდეს და კრიზისამდელ დონეს დაუბრუნდეს.