ოზურგეთში ეკლესიის გაქურდვის ფაქტზე მოზარდები დააკავეს

სამართალდამცველებმა ორი არასრულწლოვანი ძმა ცხელ კვალზე დააკავეს. მათ ქურდობის მუხლით გაასამართლებენ
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. ქართველმა გამომძიებლებმა გახსნეს ოზურგეთის საკათედრო ტაძარში მომხდარი ქურდობის ფაქტი და დააკავეს ბრალდებულები - ორი არასრულწლოვანი ძმა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ოზურგეთში საკათედრო ტაძარი გაქურდეს >>

კომენდანტის საათი საქართველოში: შეიძლება თუ არა აღდგომის ღამე გავატაროთ ტაძარში

გამოძიების მონაცემებით, 2 აპრილს, 18:00 საათზე მოზარდებმა შეაღწიეს ტაძარში, ტაძრის შესასვლელ კართან მდებარე შესაწირავის ხის ყუთები დააზიანეს, მათში მოთავსებული ფული მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ბოროტმოქმედები ცხელ კვალზე მეორე დღეს დააკავა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით („სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე“). სასჯელის ღონისძიება ქვეყანაში მოქმედი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მიხედვით შეირჩევა.