COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID 19-ის ყველაზე აშკარა ნიშანი: მეცნიერები ინფიცირების უპირველეს სიმპტომს ასახელებენ

ირკვევა, რომ აღნიშნული სიმპტომი თითქმის 60%-ს დაუდგინდა მათგან, ვისაც შემდგომ COVID-19 დაუდასტურდა. 
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექციით დასნებოვნების ყველაზე აშკარა ნიშანი, ეს ყნოსვის დაკარგვაა, აცხადებენ ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერები, რის შესახებაც წერს Reuters–ი.

სააგენტო პუბლიკაციაში ეყრდნობა ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგებს.  

COVID-19-ის ატიპური სიმპტომები ახსნილია: მეცნიერები „დამნაშავე“ ორგანოს ასახელებენ

ირკვევა, რომ სუნების ამოცნობის უნარის დაკარგვა თითქმის 60%-ს დაუდგინდა მათგან, ვისაც შემდგომ COVID-19 დაუდასტურდა. 

სწორედ ამ დაკვირვებამ მიიყვანა მეცნიერები იმ დასკვნამდე, რომ ყნოსვის დაკარგვა კორონავირუსით ინფიცირების ბევრად აშკარა სიმპტომია, ვიდრე, მაგალითად, მაღალი ტემპერატურა. 

გადადის თუ არა COVID-19 ცრემლებით – კვლევის შედეგები>>

ამის შემდეგ მეცნიერები უფრო შორს წავიდნენ და შექმნეს მოდელი, რომელიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს, სიმპტომთა რომელი კომბინაცია იძლევა COVID-19–ით ინფიცირების უფრო ზუსტ პროგნოზს.

გაირკვა, რომ ასეთ სიმპტომთა შორისაა ყნოსვისა და გემოს დაკარგვა, მაღალი ტემპერატურა, გამუდმებული ხველება, სისუსტე, დიარეა, მუცლის ტკივილი და მადის დაკარგვა. 

პროფესორ ტიმ სპექტორის თქმით, ყოსვასთან დაკავშირებული პრობლემების გაჩენა სამჯერ ზრდის ინფექციის არსებობის რისკს.

„ჩვენი მონაცემებით, სხვა სიმპტომებთან კომბინაციაში, ადამიანებს, რომლებიც კარგავენ ყნოსვისა და გემოს შეგრძნებას, COVID-19–ით დაავადების სამჯერ მაღალი რისკი აქვთ. ამიტომ ასეთები შვიდი დღის განმავლობაში უნდა იყვნენ  თვითიზოლაციაში, რათა დაავადების გავრცელება აღიკვეთოს“, — აცხადებს პროფესორი. 

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მეცნიერები COVID-19–ით ინფიცირებისას ყნოსვის დაკარგვის სიმპტომებზე საუბრობენ. ამასთან საინტერესოა ისიც, რომ ბრიტანელ ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის ექსპერტების აზრით, ეს სიმპტომი ასევე შეიძლება მიანიშნებდეს სხვა ტიპის კორონავირუსით ინფიცირების თაობაზე. 

ინფიცირების „ჭიშკარი“: ჩინელი მედიკოსი COVID-19-სგან თავდაცვის აუცილებელ მეთოდს ასახელებს>>

გარდა ამისა, მეცნიერები გვირჩევენ, ყურადღება გავამახვილოთ თვალების მდგომარეობაზეც. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თვალების გაღიზიანება და დიკომფორტის შეგრძნება ასევე შეიძლება იყოს კორონავირუსით გამოწვეული ანთებითი პროცესის შედეგი.