ფოთის პორტი ღრმაწყლოვანი ანაკლიის აშენებამდე გახდება

ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვის მოპოვების მეორე ეტაპი პროექტის გარემოზე ზემოქმედების შესწავლა გახდება
Sputnik

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. ფოთის პორტის მფლობელმა კომპანია APM Terminals Poti-მ მიწათსარგებლობის ნებართვა მიიღო, რაც ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მოპოვების სამსაფეხურიანი პროცედურის საწყის ეტაპს წარმოადგენს, ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

კომპანიას ფოთის ნავსადგურის გაფართოება სურს, რათა საქართველოს გააჩნდეს თანამედროვე ლოგისტიკური კარიბჭე, რომელიც Panamax-ის ტიპის გემებს მოემსახურება.

ნებართვის მიღების პროცედურა დაწყებულია: როდის გახდება ფოთის პორტი ღრმაწყლოვანი?

„ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია. მისი შემდეგი (მეორე) საფეხურია პროექტის გარემოზე ზემოქმედების შესწავლა და პროექტის დეტალური დოკუმენტაციის შემუშავება, რაც ასევე მოითხოვს ქვეყნის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა პროექტი ვადების დაცვით განხორციელდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დასკვნითი ეტაპია - მშენებლობის ოპტიმალური გზების მოძიება და ექსპლუატაციის ეტაპზე გადასვლა, ლოგისტიკური კომპანიების და ტვირთების მიწოდების ჯაჭვის სასარგებლოდ.

„ეროვნულ და საერთაშირისო დონეზე არსებული კრიზისის ფონზე, ძალზედ დადებითი და იმედისმომცემი ფაქტია, რომ მთავრობა შეუქცევადად უჭერს მხარს ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოებას და მის როლს ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკების განვითარებაში. არსებულმა მსოფლიო მასშტაბის პანდემიამ შესაძლოა, შეაფერხოს სამუშაო ძალისა და ტექნიკის მობილიზება და ამიტომ, ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ რაც შეიძლება დაჩქარებული ტემპებით“, - განაცხადეს კომპანიაში.

პორტის გაფართოების პროექტი

APM Terminals Poti პროექტის განხორციელებას 24-30 თვეში გეგმავს. ის ორი ფაზისგან შედგება.

საქართველოს ანაკლიის პროექტისთვის ახალი ინვესტორის მოძიებაში EBRD დაეხმარება

პირველი ფაზა 1,7 ათასი მეტრი სიგრძის მოლის მშენებლობასა და ასევე 400 მ სიგრძისა და 13,5 მ სიღრმის მრავალფუნქციური ნავმისადგომის მოწყობას ითვალისწინებს. ეს პორტს 9 ათას TEU–მდე წყალტევადობის ხომალდების მიღების  და დამატებით 150 ათას TEU-მდე მოცულობის ტვირთების გადამუშავების საშუალებას მისცემს.

მეორე ფაზა 300 მეტრიანი საკონტეინერო ნავმისადგომის მშენებლობას მოიაზრებს, სადაც სამი ამწე იქნება განთავსებული და რაც წლიურ ტვირგამტარობას 1 მლნ TEU–მდე გაზრდის.

კომპანია მშრალი ტვირთების ოპერირებას გეგმავს. ეს იქნება რკინის ჯართი მთელი რეგიონიდან, სასუქი, ასევე მარცვლეული აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან.

კორონავირუსის პანდემიის დროს ინვესტიციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას თქმით, მთავრობა მიესალმება ყველა მსხვილ საინვესტიციო პროექტს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ფასეულია თითოეული ახალი ინვესტიცია და თითოეული დასაქმებული ადამიანი.

საქართველო სულ უფრო მეტ ინვესტორს იზიდავს

„მისასალმებელია, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მწვავე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, APM Terminals-ი კვლავაც მტკიცედ ინარჩუნებს საქართველოში მასშტაბური – 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების, ფოთის პორტის გაფართოებისა და ახალი სიმძლავრეების აშენების სურვილს“, განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.

თურნავას შეფასებით, ეს არის პრაქტიკულად დამატებით 10 მილიონი ტონა გამტარუნარიანობის საპორტო ინფრასტრუქტურა და 1000-მდე დასაქმებული ადამიანი, რაც მისი თქმით, განსაკუთრებით დღეს, კორონავირუსის გამოწვევის წინაშე მდგარი ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.

„კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დეტალური შესწავლისა და ექსპერტიზის შემდეგ, ჩვენ გავეცით პირველი ეტაპის მიწათსარგებლობის ნებართვა ამ პროექტზე. რა თქმა უნდა, ეს არ არის საბოლოო ნებართვა და წინ კომპლექსური პროცესია გასავლელი – დასაზუსტებელია პროექტის დეტალები, სტრუქტურა, მოსამზადებელია გარემოზე ზემოქმედების შეფასება, მაგრამ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი დროულად განხორციელდება და რაც მთავარია, დასაქმდებიან ადამიანები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ანაკლია მაინც პრიორიტეტში რჩება

თურნავას თქმით, საქართველოს მთავრობას დიდი გეგმები აქვს შავიზღვისპირეთში, მათ შორის ნომერ პირველი პრიორიტეტი არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება.

ამ პროექტს ხელისუფლება ყოველთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანს უწოდებს. მისი მშენებლობის ნებართვა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გასაზრდელად და ჩასართავად პროექტში „ახალი აბრეშუმის გზის“, რომელმაც აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.

ამ მომენტისათვის ყველა სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ შეთანხმების საბოლოო გაწყვეტის შესახებ განაცხადა.