საქართველოს ყველა რეგიონში ე.წ. ცხელების კლინიკები მომზადდება

27 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 81 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 13.
Sputnik

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით ე.წ. ცხელების კლინიკები მომზადდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ქართველ სამხედროებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად სწორედ ე.წ. ცხელების კლინიკების გახსნა განიხილებოდა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ე.წ. ცხელების კლინიკები დღეისათვის უკვე გახსნილია კახეთში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კლინიკების სია გამოქვეყნდება ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე და მთავრობის საინფორმაციო გვერდზე stopcov.ge.

„დღესდღეობით ქვემო ქართლის რეგიონში ცხელების კლინიკების მობილიზაცია მიმდინარეობს. ეტაპობრივად ყველა რეგიონში იქნება გამოყოფილი ასეთი კლინიკები და სულ მალე მოსახლეობას ექნება ამ სიის სრული ჩამონათვალი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აღნიშნული ცენტრები ძირითადად მუნიციპალურ ცენტრებში გაიხსნება და იქ განთავსდებიან მოქალაქეები, რომელთაც ტემპერატურის მატება აღენიშნებათ.

პაატა იმნაძე: ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას>>

27 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 81 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 13. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4505, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 247 პაციენტია.