თბილისი, 26 მარტი - Sputnik. StopCoV ფონდში ამ დროისთვის 12,5 მლნ ლარი არის აკუმულირებული, იუწყება ბიზნესომბუდსმენის აპარატი.
StopCoV ფონდი COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით 23 მარტს შეიქმნა.
ფონდში შენატანები განახორციელეს როგორც კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა, მათ შორის არიან:
„თიბისი ბანკი“ - 5 მლნ ლარი;
„მაგთიკომი“ – 3 მლნ ლარი;
„სილქნეთი“ - 3 მლნ ლარი;
„არ ემ ჯი“ – 1 მლნ ლარი;
სამედიცინო უნივერსიტეტი – 1 მლნ ლარი;
სათამაშო ბიზნესის ასოციაცია (6 კომპანია);
„მეტრო ჰოლდინგი“ – 500 ათასი ლარი;
თელავის ღვინის მარანი – 300 ათასი ლარი;
„რიკო ექსპრესი“ – 300 ათასი ლარი;
პე-ეს-პე ჯგუფი – 300 ათასი ლარი;
იმპორტიორი კომპანია „დაფნა” – 300 ათასი ლარი;
„თეგეტა მოტორსი“ – 200 ათასი ლარი;
„სოკარ ენერჯი ჯორჯია“ – 200 ათასი ლარი;
ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი – 200 ათასი ლარი;
ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი – 150 ათასი ლარი.
ამასთან, ფონდში თანხები შეიტანეს: კავკასიის ავტო იმპორტი – 150 ათასი ლარი; აკაკი ახვლედიანი – 100 ათასი ლარი; რუსთავის აზოტი -100 ათასი ლარი; საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია – 100 ათასი ლარი; ყვარლის სარდაფი – 100 ათასი ლარი; „ბაზის ბანკი“ – 100 ათასი ლარი; ფოთის საზღვაო ნავსადგური – 100 ათასი ლარი; საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე – 100 ათასი ლარი; „ჰუალინგი“ – 100 ათასი ლარი; სამშენებლო კომპანია „დირსი“ – 100 ათასი ლარი; „თბილი სახლი“ – 100 ათასი ლარი; „ბილდი“ -100 ათასი ლარი; სამშენებლო მასალების კომპანია „დათო“ – 100 ათასი ლარი; „მაქრო ქონსთრაქშენ“ – 100 ათასი ლარი.
გარდა ამისა, StopCoV ფონდი შენატანები განახორციელეს: ფილიპ მორისი – 100 ათასი ლარი; My Home – ჩემი სახლი – 100 ათასი ლარი; მთამ მენეჯმენტი – 75 ათასი ლარი; ასკანელი ძმები – 60 ათასი ლარი; სარაჯიშვილი – 50 ათასი ლარი; სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ – 50 ათასი ლარი; მაუდის ქარხანა – 50 ათასი ლარი; ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია – 50 ათასი ლარი; ტოიოტა კავკასია – 50 ათასი ლარი; ნანა პატარკაციშვილი – 50 ათასი ლარი; დეილი – 50 ათასი ლარი; ელიზი ჯგუფი – 50 ათასი ლარი; დუგლაძეების ღვინის კომპანია – 50 ათასი ლარი; ლისი ლეიქ დეველოპმენტი – 50 ათასი ლარი; ინვეტი ჯგუფი – 30 ათასი ლარი; სუპერმარკეტების ქსელი „ზღაპარი“ – 30 ათასი ლარი; ქსელი „სუფთა სახლი“ – 30 ათასი ლარი; რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი – 30 ათასი ლარი; სალომე ზურაბიშვილის ფონდი – 30 ათასი ლარი; კომპანია დაგი – 30 ათასი ლარი; წისქვილი ჯგუფი – 30 ათასი ლარი; კრისტალი – 20 ათასი ლარი; ჯორჯიან გაზ იმპორტი – 20 ათასი ლარი; საკონდიტრო სანდომი – 20 ათასი ლარი; საქართველო-ისრაელის ბიზნეს საბჭო, იციკ მოშე – 18 ათასი ლარი; მომავლის მეღვინეობა – 10 ათასი ლარი; ოლ-პი ჯგუფი – 10 ათასი ლარი; ზარქუა კომფანი – 10 ათასი ლარი; ნინო კობახიძე – 10 ათასი ლარი; ბენე ჯგუფი – 10 ათასი ლარი; დინ გრუპი – 5 ათასი ლარი; ქინძმარაულის ვენახები – 2 ათას 500 ლარი; ჩაის სახლი ქიაჩელზე – 2 ათასი ლარი; საქველმოქმედო ფონდი „ზიარი“ – 1 500 ლარი; სპორტული მედიცინის ასოციაცია – ათასი ლარი; ევან მოთიაშვილი (ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი) – ათასი ლარი; საქართველოს გეო ფიზიკური ასოციაცია – ათასი ლარი.
COVID-19 საქართველოში: სხვადასხვა ქალაქში კორონავირუსზე საეჭვო პაციენტები შეამოწმეს >>
ბიზნესომბუდსმენის აპარატის ცნობით, StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 79-ს მიაღწია.
ამ დროისთვის საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 4346 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 247.
საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ერთი თვით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა.