ტიკარაძე: ეპიდემიის აფეთქება უახლოეს ორ კვირაშია მოსალოდნელი

ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს შეუძლია ეპიდემიის აფეთქება უფრო იოლად გადალახოს, ვიდრე ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო პროგნოზირებს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის აფეთქება უახლოეს ორ კვირაში მოხდება.

კორონავირუსი და საქართველო: ხელისუფლება და მსხვილი ბიზნესი პრობლემებს განიხილავენ>>

კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა. 24 მარტის დილის მონაცემებით, დაავადებულთა რიცხვია 61 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელდა 8.

21 მარტს საქართველოში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 22 მარტს – კარანტინი მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში.

COVID-19:თბილისში დახურეს ობიექტი, რომელშიც 600 თანამშრომელი აკრძალვის მიუხედავად მუშაობდა

„ეპიდემიის აფეთქების ყველაზე დიდი რისკი შემდეგ ორ კვირაშია მოსალოდნელი. წინა კვირაში სწორედ აქედან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საგანგებო რეჟიმი გამოგვეცხადებინა“, – განაცხადა ტიკარაძემ პირველი არხის ეთერში.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ყველა რეკომენდაცია შეასრულონ.

„იმ შემთხვევაში, თუ ყველა შემდეგ მითითებას დავიცავთ და იმ ხარისხით შევასრულებთ, როგორც მითითებულია, ჩვენ შევძლებთ, ეპიდემიური აფეთქება გაცილებით უკეთესად გადავლახოთ, ვიდრე ამას ევროპის ნებისმიერი სხვა ქვეყანა აკეთებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა

მისი განცხადეით, მთავრობამ უკვე მიიღო ზომები მოქალაქეების დაცვის კუთხით.

„ჩვენ მივიღეთ ყველა ზომა, რომ მოქალაქეები დავიცვათ. შესაბამისად, ჩვენი შემდგომი ნაბიჯები უკვე არის მოთხოვნითი და მითითებითი. მოქალაქეებისგან ცალსახად მოვითხოვთ – შესრულდეს ყველა მითითება, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო იძლევიან“, – განაცხადა ტიკარაძემ.

საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მოქალაქეებისთვის და როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებისთვის აკრძალული ან შეზღუდულია რიგი მოქმედებები. დეტალურად ინფორმაციას ამის შესახებ გაეცანით აქ.