მსოფლიო დღეს

COVID-19, გრიპი თუ ალერგია: მსოფლიოს უმსხვილესი კერძო კლინიკა ამოსაცნობ ცხრილს ავრცელებს

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო სამედიცინო კვლევების ცენტრის Mayo Clinic-ის სპეციალისტებმა (აშშ), რომელთა სანდოობა ეჭვს არ იწვევს, ერთმანეთს შეადარეს გრიპის, ალერგიისა და COVID-19-ის სიმპტომები და სპეციალური ცხრილი შეადგინეს.
Sputnik

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსული დაავადება ადრეულ ეტაპზე ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, სისუსტე და მშრალი ხველება, განაცხადეს პანდემიის ეპიცენტრის – ქალაქ უჰანის საავადმყოფოს ექიმებმა ინფექციის ეპიდაფეთქების საწყის ეტაპზევე. 

დადგინდა კორონავირუსის ახალი სიმპტომები და გადადების გზები

ამასთან, მძიმედ დაავადებულებს შესაძლოა უჭირდეთ სუნთქვა და ჰაერის უკმარისობაც დაემართოთ.

როგორც ინფექციონისტები ამბობენ, დაავადებულთა შორის არიან ისეთი პაციენტებიც, რომლებსაც სხეულის მაღალი ტემპერატურა თვალსაჩინოდ არ უვლინდებათ, იშვიათად ახველებენ მშრალად და არც სისუსტე აქვთ მკვეთრად გამოხატული. მედიკოსების თქმით, COVID-19-ის სიმპტომები გარკვეულწილად გრიპსაც ჩამოჰგავს და ალერგიასაც. 

მოგვიანებით სინგაპურელმა მეცნიერებმა COVID-19-ის მანამდე უცნობი სიმპტომები გამოავლინეს და დაასკვნეს, რომ დაავადება დენგეს ცხელების ცრუ სურათს ქმნის. მათი თქმით, ინფიცირებულ პაციენტს შესაძლოა გაუჩნდეს სხვადასხვა სახის ქავილის გამომწვევი გამონაყარი და აუწიოს სიცხემ. 

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო სამედიცინო კვლევების ცენტრის Mayo Clinic-ის სპეციალისტებმა (აშშ), რომელთა სანდოობა ეჭვს არ იწვევს, ერთმანეთს შეადარეს გრიპის, ალერგიისა და COVID-19-ის სიმპტომები და სპეციალური ცხრილი შეადგინეს. ამით ისინი შეეცადნენ გაეადვილებინათ ადამიანებისთვის კორონავირუსით დაავადების მაჩვენებელი სიმპტომების ამოცნობა.

COVID-19, გრიპი თუ ალერგია: მსოფლიოს უმსხვილესი კერძო კლინიკა ამოსაცნობ ცხრილს ავრცელებს

აღსანიშნავია, რომ ცენტრის ექიმები იქვე იძლევიან გაფრთხილებას, რომ მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი ცხრილი, რომელიც ზუსტად დასვამს დიაგნოზს. ამიტომ მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი აუცილებლად უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას ტესტის ჩასატარებლად.

ამასთან, Mayo Clinic-ის ექსპერტები განმარტავენ, რომ ცხრილში მოცემულია მხოლოდ ზოგადი სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა პერიოდულად იცვლებოდეს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის ინფორმაციით, დღეისათვის მსოფლიოს 148 ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულია 169 387 ადამიანი. აქედან გარდაცვლილია 6 513 და განკურნებულია 77 257 პაციენტი.