COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსი, საქართველო და მეზობლები: როგორ ებრძვიან ინფექციას სამხრეთ კავკასიაში

ახალი კორონავირუსი COVID-2019 უკვე მთელ პლანეტაზე დააბიჯებს თამამად – დღეის მონაცემებით, მსოფლიოში 147 ათასზე მეტი ინფიცირებულია და 5,5 ათასზე მეტი – გარდაცვლილი
Sputnik

ვირუსი, რომელიც ჩინეთში გაჩნდა, უკვე დიდი ხანია, ერთი ქვეყნის პრობლემა აღარ არის. ახლა მისი ეპიცენტრი ევროპა გახდა. დაავადებულთა რაოდენობით იტალიამ ირანსა და სამხრეთ კორეას გაუსწრო. იზრდება დაინფიცირებულთა რიცხვი ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და აშშ–ში.

კორონავირუსის გამო საქართველო სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმოსვლას დროებით აჩერებს>>

პრობლემას გვერდი არ ჩაუვლია არც საქართველოსთვის და არც მისი მეზობლებისთვის. ამ ქვეყნებში დაავადებულთა რიცხვი უკვე 130–ია, ამასთან, არის ინფორმაცია გამოჯანმრთელებულების შესახებ – ექვსი აზერბაიჯანში, 11 რუსეთში და ერთი – საქართველოში.

ამ დროისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში ამგვარია:

ქვეყანაპირველი დადასტურებული შემთხვევადაავადებულთა რაოდენობაგამოჯანმრთელებულთა რაოდენობადაღუპულთა რაოდენობა
საქართველო26 თებერვალი301
რუსეთი31 იანვარი598
სომხეთი1 მარტი20
აზერბაიჯანი28 თებერვალი1961
თურქეთი11 მარტი2
კორონავირუსთან ბრძოლა

საქართველოში

რეგიონში დაავადების გავრცელების აღსაკვეთად საქართველომ, რომელიც ამიერკავკასიის ცენტრია და რომელზეც გადის მოქალაქეების ნაკადი აზერბაიჯაიდან თურქეთში და სომხეთიდან რუსეთში, ორმხრივი თანხმობის საფუძველზე დაკეტა საზღვრები სომხეთთან და აზერბაიჯანთან. რუსეთთან საზღვარი ჯერჯერობით გახსნილია, ხოლო თურქეთთან დაიკეტა მხოლოდ ერთი საკონტროლო გამშვები პუნქტი.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი / 15 მარტისთვის

ამას გარდა, საქართველოში დაწესდა სავალდებულო კარანტინი მათთვის, ვინც იმყოფებოდა ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ნორვეგიასა და დანიაში.

თვითონ ქვეყანაში დაკეტილია ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. დისტანციურ რეჟიმში მუშაობს ყველა სახელმწიფო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. ეკლესიებში მიმდინარეობს დეზინფექცია, ხოლო სხვადასხვა კონფესიების რიგ ტაძრებში წირვა აღარ აღევლინება.

ქვეყანაში ასევე გაუქმდა ყველა სპორტული, გასართობი ღონისძიება.

მთავრობა სათამაშო დაწესებულებებს მუშაობის შეჩერების რეკომენდაციას აძლევს>>

საქართველოს მთავრობამ გასცა რეკომენდაციები, დაიკეტოს სილამაზის სალონები, კაფეები, ბარები, გასართობი ცენტრები, კაზინოები და ტოტალიზატორები.

რუსეთში

რუსეთმა მთლიანად დაკეტა საზღვარი იტალიასთან უცხოელებისთვის. არ გაიცემა ტურისტული ვიზები.

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გარდა ამისა, ნაწილობრივ შეიზღუდა ავიამიმოსვლა ევროპის ოთხ ქვეყანასთან – საფრანგეთთან, გერმანიასთან ესპანეთთან და იტალიასთან. ავიაკომპანიები იფრენენ მხოლოდ ამ ქვეყნების დედაქალაქებში და მხოლოდ მოსკოვიდან, შერემეტიევოს აეროპორტის F ტერმინალიდან. სწორედ აქ მოფრინავს და აქედან მიფრინავს ყველა რეისი იმ ქვეყნებში, ადაც კორონავირუსით დაინფიცირების დიდი რაოდენობაა (ანუ, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და ირანი).

მოსკოვში ვირუსის პროფილაქტიკისთვის მაღალი მზადყოფნის რეჟიმი ამოქმედდა. მოსკოვის ხელისუფლებამ დიდი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ მოქალაქეებს სთხოვა დაიცვან თვითიზოლაციის რეჟიმი 14 დღის განმავლობაში და თავიანთი დაბრუნების შესახებ აცნობონ ცხელ ხაზზე.

რუსეთის განათლების სამინისტრომ რეგიონებში დაგზავნა დავალება, რომ მოხდეს სასწავლო დაწესებულებების უზრუნველყოფა მოსწავლეების დისტანციური სწავლების მიზნით. ასევე, უწყებამ გასცა რეკომენდაცია, გაძლიერდეს სანიტარული ზომები, რათა მოსწავლეებში კორონავირუსი არ გავრცელდეს.

დაკეტავს თუ არა საქართველოს რუსეთთან საზღვარს კორონავირუსის გამო>>

ასევე რეკომენდებულია მასობრივი ღონისძიებების რაოდენობის შემცირება (მათ შორის, საქმიანი, სპორტული, კულტურული და გასართობი). ასეთი ღონისძიებები, შესაძლებისდაგვარად, გაიმართოს მაყურებლის გარეშე, ვიდეოფორმატით.

სომხეთში

სომხეთმა საქართველოსთან საზღვარი მთლიანად დაკეტა. გარდა ამისა, ქვეყანამ დროებითი სავიზო რეჟიმი შემოიღო ირანის მოქალაქეებისთვის და გაამკაცრა კონტროლო საბაჟო პუნქტზე, განსაკუთრებით სატვირთო ავტომობილების მიმართ. ასევე დროებით შეჩერდა უვიზო რეჟიმი ჩინეთთან. სომხეთის საგარეო უწყება მოქალაქეებს მკაცრად ურჩევს, თავი შეიკავონ იტალიაში გამგზავრებისგან, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა შეინიშნება.

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მადრიდში ცხოვრობს, კორონავირუსი დაუდგინეს

ამჟამად, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან, 14–დღიანი სამედიცინო კონტროლი მიმდინარეობს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩამოვიდნენ ირანიდან, იტალიიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან.

ასევე 23 მარტამდე შეწყდა სასწავლო დაწესებულებების მუშაობა. ჯანდაცვის სამინისტრო კი გამოვიდა მოწოდებით, შეიზღუდოს ან გადაიდოს მასობრივი ღონისძიებები, ან შეიზღუდოს ჩატარების დრო, განსაკუთრებით, თუ ეს ღონისძიებები დახურულ შენობებში ტარდება.

კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზაში“ კორონვირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ზომები მიიღეს – მგზავრებთან მომუშავე ყველა თანამშრომელი უზრუნველყოფილია სამედიცინო ნიღბებით, დამცავი ხელთათმანებითა და ანტისეპტიკური საშუალებებით.

აზერბაიჯანში

აზერბაიჯანმა დაკეტა საზღვარი ირანთან. არ მუშაობს სასწავლო დაწესებულებები.

აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საშიში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში გაუქმდა ნოვრუზის ტრადიციული დღესასწაული. მოსახლეობას ურჩიეს, სხვა დროისთვის გადაიტანონ ქორწილები და გაამარტივონ სამგლოვიარო ღონისძიებები.

ასევე ამოქმედდა მოქალაქეების სოციალური იზოლაციის რიგი ზომები. ერთი თვით გადაიდო ყველა მასობრივი ღონისძიება, მათ შორის სპორტული და კულტურული.

ასევე შეჩერდა ყველა კინოთეატრის, მუზეუმის, თეატრის, გასართობი ცენტრისა და სპორტდარბაზის საქმიანობა. ქვეყანაში აკრძალულია საქორწინო ღონისძიებები, გამონაკლისია ისინი, რომლებიც 14 და 15 მარტს წინასწარ იყო დანიშნული.

კაფეებისა და რესტორნების სამუშაო გრაფიკი 21:00 საათამდე შეიზღუდა. ამ დაწესებულებებში აიკრძალა მასობრივი ღონისძიებები.

აზერბაიჯანში ეჭვით კორონავირუსზე თითქმის 200 ადამიანია ჰოსპიტალიზებული>>

სავაჭრო ცენტრების საქმიანობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა განხორციელდება იმ წესების თანახმად, რომელსაც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები გამოაქვეყნებენ.

თურქეთში

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, კორონავირუსის გავრცელების გამო, თავს იკავებს ხელის ჩამორთმევისგან და იფარგლება მხოლოდ დისტანციის დაცვით მისალმებით. ასევე, სახელმწიფოს მეთურმა ყველა საზღვარგარეთული ვიზიტი გადადო.

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება

ქვეყანაში გაუქმდა 80–ზე მეტი ეროვნული და საერთაშორისო სპორტული ღონისძიება, გაძლიერდა ეპიდემიური კონტროლის ზომები საზღვრებზე, ასევე გაძლიერსა მასმედიაში პირადი ჰიგიენის ზომების პროპაგანდა ვირუსის გავრცელების პროფილაქტიკის მიზნით.

თურქეთის მოქალაქეებს ურჩევენ, არ წავიდნენ საზღვარგარეთ, თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის.

შეთავაზებულია წინადადებები ტურისტული ბიზნესის მხარდასაჭერად. კერძოდ, გადასახადების გადავადება, შეღავათიანი კრედიტები და ტურისტული სეზონის გადატანა.