საქართველო სულ უფრო მეტ ინვესტორს იზიდავს

საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგებია ფინანსური სექტორი, ენერგეტიკა, სასტუმროები და რესტორნები
Sputnik

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა, წინასწარი შეფასებით, 2019 წელს 0,2%-ით გაიზარდა 2018 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით და 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის - „საქსტატის" მასალებში.

ნათია თურნავა: კატარიდან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით>>

საქართველოში ინვესტიციების ჩადების მხრივ 2019 წლის ლიდერი ქვეყნები არიან დიდი ბრიტანეთი, თურქეთი და იტალია. ამ ქვეყნების კაპიტალდაბანდებების წილი 617 მლნ დოლარს შეადგენს, რაც ინვესტიციების მთელი მოცულობის 48,7%-ია.

საქართველოს ანაკლიის პროექტისთვის ახალი ინვესტორის მოძიებაში EBRD დაეხმარება

ინვესტიციები ასევე შემოვიდა აშშ-იდან (99 მლნ დოლარი), პანამიდან (78,1 მლნ დოლარი), ნიდერლანდებიდან (52,9 მლნ), რუსეთიდან (50,5 მლნ), ჩინეთიდან (40,4 მლნ) და სხვა ქვეყნებიდან.

რა სფეროებში იდება ინვესტიციები

საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგებია ფინანსური სექტორი, ენერგეტიკა, სასტუმროები და რესტორნები. ამ სფეროებში ინვესტიციების მოცულობა ინვესტიციების საერთო მოცულობის 48,4%-ს - 613,2 მლნ დოლარს შეადგენს.

ინვესტიციები ასევე იდება მშენებლობაში (118,5 მლნ დოლარი), გადამამუშავებელი მრეწველობა (102,2 მლნ), ტრანსპორტი (71,5 მლნ), სამთო მომპოვებელი მრეწველობა (68,7 მლნ), კავშირგაბმულობა (45,4 მლნ) და ა.შ.

საქართველოს ინვესტიციების მოსაზიდად ამბიციური გეგმები აქვს

რატომ გაიზარდა ინვესტიციები

საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ინვესტიციების ზრდა 2019 წელს ბიზნესის ნდობის ზრდის მაჩვენებელია.

„ჩვენ ამაში ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ბიზნესის ნდობა იზრდება, მათ შორის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. გასული წლის მეოთხე კვარტალი ხასიათდებოდა ძალიან პოზიტიური დინამიკით, კერძოდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მეოთხე კვარტალში გაორმაგდა, რეკორდულად – შვიდჯერ გაიზარდა რეინვესტირების მოცულობა. ეს ნიშნავს, რომ არსებული ბიზნესებიც, მათ შორის უცხოური ინვესტიციებით დაფუძნებული, გაფართოვდა და წლიური შედეგები, წინა წელთან შედარებით, მართალია მცირედით, მაგრამ ზრდის დინამიკას გვიჩვენებს, რაც შემდგომი აღმავალი ტალღის დასაწყისია", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

საქართველოს პრემიერმა ინვესტორებთან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხები განიხილა>>

ქვეყნის ხელმძღვანელობა ბოლო დროს აქტიურ ნაბიჯებს დგამს ინვესტიციების მოზიდვისთვის მაღალი დამატებითი ღირებულების სექტორებში, რაც ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდით გამოწვეული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, და გარე ფაქტორების მხრიდან მოწყვლადობის შემცირებას.