„მე რომ დამავირუსოს ვინმემ და მე ჟურნალისტები დავავირუსო, ჩემი ბრალი იქნება?“ - გვარამია

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე კარანტინში გადაიყვანეს
Sputnik

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მისი არხის ჟურნალისტის კარანტინში გადაყვანასთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკას პასუხობს.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი კარანტინში გადავიდა - ნოდარ მელაძე განცხადებას ავრცელებს

როგორც გვარამია წერს, ჟურნალისტებისთვის არავის აუხსნია, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ არსებულ სიტუაციაში.

„საოცარია პირდაპირ, ჟურნალისტებზე ავლენს ერი აგრესიას, რატომ ისე არ იქცევიან, როგორც ჩვენ ვთვლით საჭიროდო? და ვინ აუხსნა ჟურნალისტებს, როგორაა საჭირო? თვითონ დავიდგინოთ თუ თქვენი პანიკური ისტერიკა დავიდოთ სახელმძღვანელოდ? და აგერ სასამართლოში ვარ, ჩემ პროცესზე, და არასაპატიმრო პროცესებიც მიმდინარეობს, რისი ნულოვანი საჭიროებაცაა სამართლებრივად და უზარმაზარი საშიშროება - ეპიდემიოლოგიურად. არ გინდათ, იუსტიციციის უმაღლეს საბჭოს ურჩიოთ, ადეკვატური გაიდლაინი მიცეს მოსამართლეებს და სასამართლოებს, და არა ჟურნალისტებს სდიოთ? მაგალითად, მე რომ აქ დამავირუსოს ვინმემ და მე, ჩემის მხრივ, ჟურნალისტები დავავირუსო (ჩემს ოჯახს, ბავშვებს, დიდი ხანია არავინ დაეძებს), იმათ კიდევ ასე შემდეგ, ანუ ჩემი ბრალი იქნება და ჩემი ჟურნალისტების?“, - წერს გვარამია.

მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა, 14 დღის შემდეგ კვლავ ვირუსი აქვს

ცოტა ხნის წინ არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე კარანტინშია. მისი თქმით, ჟურნალისტს კომუნიკაცია ჰქონდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძესთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. სიუჟეტი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის შვილის კორონავირუსით ინფიცირების ფაქტს ეხებოდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება.