COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19: უახლესი ცნობები და კითხვებზე პასუხები ჯანმოსგან

ჩინეთიდან ამანათის მიღებით არ რისკავთ დასნებოვნდეთ ახალი კორონავირუსით, კვლევებმა აჩვენა, რომ კორონავირუსი სიცოცხლისუნარიანობას ხანმოკლე დროის განმავლობაში ინარჩუნებს ისეთ საგნებზე, როგორებიცაა კონვერტები და საფოსტო ამანათები.
Sputnik

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიის აფეთქების კერაში, ჩინეთში COVID-19-ის ახალმა შემთხვევებმა მკვეთრად იკლო და იქ უკვე ყველა დროებითი ჰოსპიტალი დაიხურა, დაავადება ვრცელდება სხვა ქვეყნებში. დღეისათვის ის უკვე 115 ქვეყანას მოედო. ამ დროისათვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 119 132 ადამიანს შეადგენს. აქედან გარდაიცვალა 4284 და გამოჯანმრთელდა 65 765 კაცი.   

ვრცელდება მითები COVID-19-ზე: ჯანმო განმარტებებს აქვეყნებს

ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკვე ალაპარაკდა COVID-19-ის პანდემიად გამოცხადების თაობაზე. პანდემია განისაზღვრება არა დაავადების ლეტალურობით (სიკვდილიანობით), არამედ მისი გავრცელების გეოგრაფიული მასშტაბებით.

ჯანმო მუდმივ რეჟიმში აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას კორონავირუსთან დაკავშირებით, აძლევს რეკომენდაციებს და ასევე პასუხებს სცემს ინტერნეტ-მომხმარებელთა შეკითხვებს.  

დღეისათვის ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და მათზე პასუხები ასე გამოიყურება:

კითხვა: მართალია, რომ ხელის ელექტროსაშრობი ხელს უწყობს ახალი კორონავირუსის განადგურებას?

პასუხი: არა. ელექტროსაშრობი არ ანადგურებს 2019-nCoV-ს. ახალი კორონავირუსული ინფექციის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ხელების რეგულარული დამუშავება სპირტის შემცველი ანტისეპტიკებით ან საპნითა და წყლით დაბანა. საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები და შეიმშრალეთ ქაღალდის ხელსაწმენდით ან ელექტროსაშრობით.

COVID 19: ვითარება უკიდურესად მძიმეა - იტალია ჩინეთს დახმარებას სთხოვს>>

კითხვა: შეიძლება თუ არა N95 ტიპის ნიღბების მეორედ გამოყენება? შესაძლებელია მათი გარეცხვა? შეიძლება მათი სტერილიზაცია ხელის ანტისეპტიკებით? 

პასუხი: არა. მეორედ სახის ნიღბის გამოყენება, მათ შორის, გოფრირებული სამედიცინო და N95 ტიპის ნიღბისა, არ შეიძლება. თუ თქვენ ახალი კორონავირუსით ან სხვა რესპირატორული ინფექციით დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტში იმყოფებით, თქვენი სახის ნიღბის ზედაპირი ინფიცირებულად მიიჩნევა. ნიღაბი გამოყენების შემდეგ, მის წინა ზედაპირთან ხელშეუხებლად,  აუცილებლად უნდა მოიხსნათ და სათანადო წესით გაანადგუროთ. 

კითხვა: მართალია, რომ დეზინფექციის ულტრაიისფერი ნათურა ანადგურებს ახალ კორონავირუსს? 

ჩინეთი კორონავირუსს ამარცხებს: უჰანში ბოლო დროებითი ჰოსპიტალი დაიხურა – ვიდეო

პასუხი: ულტრაიისფერი ნათურის გამოყენება ხელების ან კანის საფარველის სხვა ნაწილების სტერილიზაციისთვის არ შეიძლება, რადგან ამ სხივებს კანის ერითემის (გაღიზიანების) გამოწვევა შეუძლია.

კითხვა: მართალია, რომ სხეულის მთლიანი ზედაპირის ეთანოლით ან ქლორკირით დამუშავება 2019-nCoV-ს გაანადგურებს?

პასუხი: არა. მთელი სხეულის სპირტით ან ქლორკირით დამუშავება არ გაანადგურებს ვირუსებს, რომლებმაც უკვე შეაღწიეს ორგანიზმში. ასეთი ნივთიერებების გაფრქვევამ შეიძლება დააზიანოს ტანსაცმელი და ლორწოვანი გარსები (თვალების, პირის ღრუს). უნდა გახსოვდეთ, რომ სპირტი და ქლორკირი ეფექტურია ზედაპირების დასამუშავებლად. 

კითხვა: უსაფრთხოა თუ არა ჩინეთიდან წერილის ან ამანათის მიღება?

პასუხი: დიახ, უსაფრთხოა. ჩინეთიდან ამანათის მიღებით თქვენ არ რისკავთ დასნებოვნდეთ ახალი კორონავირუსით. ადრე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კორონავირუსი სიცოცხლისუნარიანობას ხანმოკლე დროის განმავლობაში ინარჩუნებს ისეთ საგნებზე, როგორებიცაა კონვერტები და საფოსტო ამანათები.

საკმარისია თუ არა კარანტინის 14 დღე: ახალი ცნობა COVID 19-ის საინკუბაციო და ლატენტურ პერიოდებზე>>

კითხვა: შეიძლება თუ არა შინაური ცხოველებისგან კორონავირუსით დაინფიცირება?

პასუხი: ამ დროისათვის არ არსებობს დამადასტურებელი ფაქტები, რომ შინაური ცხოველები, მაგალითად, ძაღლები და კატები ახალი კორონავირუსის გადამტანები იყვნენ.

კითხვა: იცავს თუ არა ახალი კორონავირუსისგან პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინები? 

პასუხი: პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინები, მაგალითად, პნევმოკოკური ვაქცინა ან В ტიპის ჰემოფილური ჩხირის საწინააღმდეგო ვაქცინა, არ იცავს ახალი კორონავირუსისგან. ეს ვირუსი პრინციპულად განსხვავდება სხვებისგან, მისთვის საჭიროა ახალი ვაქცინის შექმნა. 

კითხვა: შეიძლება თუ არა 2019-nCoV-ით დაინფიცირებისგან დაცვა ცხვირის მარილიანი ხსნარით რეგულარული გამორეცხვებით?  

COVID-19: გამოვლინდა კორონავირუსის ახალი სიმპტომები

პასუხი: არა. მეცნიერული მონაცემები იმის შესახებ, რომ ცხვირის მარილიანი ხსნარით რეგულარული გამორეცხვები ახალი ვირუსისგან დაცვას უზრუნველყოფს, არ არსებობს.

კითხვა: იცავს თუ არა ნიორი ახალი კორონავირუსით ინფიცირებისგან?

პასუხი: ნიორი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც გარკვეული ანტიმიკრობული თვისებები აქვს. თუმცა ამჟამინდელი ეპიდემიის შემთხვევაში ნივრის, როგორც პროფილაქტიკის საშუალების ეფექტურობა, არ დადასტურებულა.

რატომ არ უნდა გვეშინოდეს კორონავირუსისა: ესპანელი მიკრობიოლოგი მიზეზებს ასახელებს>>

კითხვა: იცავს თუ არა ქუნჯუთის (სეზამის) ზეთით კანის გაწმენდა ახალი კორონავირუსით ინფიცირებისგან?

პასუხი: არა. ქუნჯუთის ზეთი არ ანადგურებს ახალ ვირუსს.

კითხვა: არის თუ არა ანტიბიოტიკები ახალი ვირუსული ინფექციის პროფილაქტიკისა და მკურნალობის ეფექტური საშუალება?

პასუხი: არა. ანტიბიოტიკებს ვირუსის საწინააღმდეგო მოქმედება არ გააჩნია. მათ მხოლოდ ბაქტერიული ინფექციის განკურნება შეუძლია.