მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში სრული შემადგენლობით მოუსმენს

ჯერჯერობით უცნობია, რა თემები იქნება წამოწეული წინა პლანზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაში, მაგრამ ცნობილია, რომ ამ დროს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიცია არ იქნება.
Sputnik

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას პარლამენტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის წევრები დაესწრებიან.

ეს გამოსვლა ზურაბიშვილისთვის სახელმწიფოს მეთაურის რანგში მეორე იქნება.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით.

გიორგი მარგველაშვილს პერსონალური დაცვა აღარ ჰყავს

პლენარული სხდომა 14:00 საათზე დაიწყება. ის ნახევრად ცარიელ დარბაზში გაიმართება, რადგანაც ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, ქვეყნის პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ კვირაში უნდა წარდგეს – თებერვლის დასაწყისში, თუმცა ეს, ჩვეულებრივ, უფრო გვიან ხდება.

პრეზიდენტის სიტყვის შემდეგ, რეგლამენტის თანახმად, გამოსვლებისთვის 10-10 წუთი ეძლევათ იმ ფრაქციების თავმჯდომარეებს, რომლებიც არ შედიან უმრავლესობაში ან უმცირესობაში, 15-15 წუთი კი უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებს.

დებატების დასრულების შემდეგ პრეზიდენტს დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლება აქვს.

სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი 2018 წლის დეკემბერში გახდა.