იტალიიდან ჩამოსული ერთი მგზავრი დაკვირვების მიზნით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა ფიქსირდება. ყველა დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან ან იტალიიდან ჩამოვიდა
Sputnik

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში რომი-ქუთაისის რეისით ჩამოფრენილი ერთი მგზავრი დაკვირვების მიზნით ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრს მაღალი ტემპერატურა არ აღენიშნებოდა, თუმცა სამოგზაურო ისტორიიდან გამომდინარე, მედიკოსებმა მისი გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის საქართველოს სკოლებში დეზინფექცია ტარდება

რეისით სულ 122-მა ადამიანმა იმგზავრა. მგზავრების განცხადებით, ყველა მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. ასევე, სპეციალური ბლანკები შეავსეს, სადაც მათი მონაცემები დააფიქსირეს.

იტალიიდან ჩამოსული მგზავრების თქმით, საქართველოში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, ქალაქ რომში კი პანიკა არ შეინიშნება და ყველა დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

ამ დროისთვის ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ბოლო დღეებში საზღვარგარეთიდან ჩამოსული ხუთი პაციენტია მოთავსებული, მათგან ორს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, სამის პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი.

საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ იტალიაში მგზავრობისგან>>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა ფიქსირდება. ყველა დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან ან იტალიიდან ჩამოვიდა. გარდა ამისა, კარანტინში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

კორონავირუსი საქართველოში: ხალხმრავალი ღონისძიებები უქმდება

ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.