საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ იტალიაში მგზავრობისგან

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირომი
რომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალიაში, სადაც სულ 20 რეგიონია, 13 რეგიონსა და ერთ ავტონომიურ პროვინციაში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 1049-ს მიაღწია, აქედან 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 29 კი გარდაიცვალა.

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. იტალიის რესპუბლიკის ცალკეულ რეგიონებში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ იტალიაში მგზავრობისგან.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოქალაქეებს  ურჩევენ თავი შეიკავონ  იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში მოგზაურობისგან, სადაც მაღალია დაინფიცირების შემთხვევები. ეს რეგიონებია ლომბარდია, ვენეტო, ემილია, რომანია და ასევე ის რეგიონები, სადაც არის დაინფიცირების ცალკეული შემთხვევები, ესენია: ლაციო, აბრუცო, ბაზილიკატა, კამპანია, პულია, კალაბრია, სიცილია, მარკე, ფრიული, ვენეცია ჯულია ტოსკანა, პიემონტე, ბოლცანო, ლიგურია.

„მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ ის გარემოებაც, რომ ცალკეულმა სახელმწიფოებმა და ავიაკომპანიებმა მიიღეს გადაწყვეტილება იტალიის მიმართულებით ავიამიმოსვლის დროებით შეჩერების ან ფრენების სიხშირის შეზღუდვის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მგზავრობის შესაძლებლობას იტალიის მიმართულებით და პირიქით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ერევანი - Sputnik საქართველო
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ასევე მოუწოდებს,  საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ქალაქ რომში ცხელი ხაზის ნომერზე +333 8879123.

უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც აქვს იდენტიფიცირებული საკუთარი თავი საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში, ასევე იტალიაში მოქმედ საქართველოს დიასპორულ ორგანიზაციებს, უგზავნის რეკომენდაციებს ვირუსის პრევენციისთვის მისაღები საჭირო ზომების და მათ შორის არსებული შეზღუდვების შესახებ.

ამ მომენტისათვის იტალიაში, სადაც სულ 20 რეგიონია, 13 რეგიონსა და ერთ ავტონომიურ პროვინციაში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 1049-ს მიაღწია, აქედან 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 29 კი გარდაიცვალა.

ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. ირანთან აიკრძალა ასევე სახმელეთო მიმოსვლა და ტვირთგადაზიდვაც. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: რა ვითარებაა ქვეყნის საავადმყოფოებში

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა ფიქსირდება. სამივე დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან ან იტალიიდან ჩამოვიდა.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

 

ყველა ახალი ამბავი
0