კორონავირუსი საქართველოში: საავადმყოფოსთან პოლიცია მორიგეობს, თბილისის ცენტრი ცარიელია

Sputnik

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფება კარანტიში. ამ დროისათვის კვლავ დეფიციტურია სამედიცინო ნიღბები და რესპირატორები. ხალხმა თავდაცვის საშუალებები, ანსტისეპტიკები და სიცხის დამწევები დიდი რაოდენობით შეიძინა. 

კორონავირუსის საფრთხე: საქართველოში კარანტინზე 170 ადამიანი იმყოფება

საქართველოში ხელისუფლებამ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესის გადატანა გადაწყვიტა. საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 რიცხვში დაიწყება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. 

კორონავირუსი საქართველოში: ხალხმრავალი ღონისძიებები უქმდება

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად უწყებათშორისი საკოორცინაციო საბჭო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაღალი რისკის ზონებად“ დაასახელა.

ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, ყველა საკონტროლო-გამშვებ პუნქტსა და აეროპორტებში განთავსდეს სპეციალური კარვები, სადაც საავადმყოფოში გადაყვანამდე განთავსდებიან მაღალი რისკის ზონიდან ჩამოსული მგზავრები.

1 / 18
კვირას ქალაქის ცენტრი უჩვეულოდ ცარიელი იყო
2 / 18
ცივ ამნდშიც კი აქ ხალხი ყოველთვისაა, თუმცა მზიან და თბილ ამინდში ქუჩა ფაქტიურად ცარიელია
3 / 18
ქალაქის ისტორიულ ცენტრში იშვიათად შეინიშნებოდნენ ტურისტების პატარა ჯგუფები
4 / 18
ზოგიერთი ტურისტი სამედიცინო ნიღბით იცავდა თავს
5 / 18
თუმცა ტურისტების პოვნა მარტივი არ იყო. ასე გამოიყურებოდა კოტე აფხაზის ქუჩა, რომელიც, ჩვეულებისამებრ, გადავსებულია ხოლმე ტურისტებით
6 / 18
თბილისელები არც ისე ხშირად იყენებენ ნიღბებს. ახალგაზრდები შედარებით უფრო იცავენ თავს, უფროსი თაობა კი იღბალს ცდის
7 / 18
პოლიცია მორიგეობს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან, სადაც კორონავირუსით დაავადებული სამი ადამიანი მკურნალობს
8 / 18
პოლიცია წესრიგს იცავს ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე
9 / 18
იქვე მორიგეობენ ქართული ტელეარხების ჟურნალისტები ცხელი და სენსაციური ამბების გადაღების მოლოდინში
10 / 18
საავადმყოფოებში სასწრაფოს კვლავ მიყავს პაციენტები, თუმცა ჩვეულებრივი სეზონური ინფექციური დაავადებებით
11 / 18
ჯერ-ჯერობით კარანტინში რჩება დაახლოებით 100 ადამიანი
12 / 18
მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს სადგურებზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტში დეზინფექციური სამუშაოები დაიწყო
13 / 18
სადეზინფექციო სამუშაოები, ტრანსპორტის გარდა, სასწავლო დაწესებულებებშიც ჩატარდა
14 / 18
ასე დაამუშავეს სკოლების შენობები ვირუსის წინააღმდეგ
15 / 18
დედაქალაქის სამგზავრო ავტობუსები ასევე დამუშავდა ვირუსზე
16 / 18
წითელმა ჯვარმა თბილისში ბრიფინგი გამართა ქართველი ჟურნალისტებისათვის, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი კორონავირუსისგან
17 / 18
იმედია, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შეჩერება მოხერხდება
18 / 18
დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებსა და სკოლებში - გამოცხადდა არდადეგები მარტის შუა რიცხვებამდე