პლანეტების განლაგება იმგვარია, რომ ზოდიაქოს ყველა ნიშნის წარმომადგენლებს აქვთ დიდი შანსი, თავიდან აირიდონ სერიოზული კონფლიქტები და შეცდომები. ყურადღება უნდა მიაქციოს ყველამ სიტყვებს - ამ თვეში მნიშვნელოვანია, რომ მოვერიდოთ ორაზროვან ფრაზებსა და გაუგებრობებს.
ვერძი
ვერძებს მშვენიერი პერიოდი გელოდებათ. შესაძლოა, ვინმეს შეშურდეს კიდეც თქვენი. თავი შორს დაიჭირეთ ინტრიგანებისა და ჭორიკნებისგან.
ამ თვეში ცხოვრებამ, შესაძლოა, ძალიან გაგაკვირვოთ მკვეთრი შემობრუნებით. ამ მოსახვევის ბოლოს იღბალი გელოდებათ.
პროფესიულ სფეროში ახალი შესაძლებლობები გაიხსნება. გამოიყენეთ შანსი, რომ გააკეთოთ ის საქმე, რომელიც უფრო მოგწონთ. მაგრამ, ამასთან, არ დაივიწყოთ, რომ მარტში პირველ ადგილზე პირადი ცხოვრება უნდა დააყენოთ.
მარტოხელა ვერძებს სასიყვარულო ფრონტზე გელოდებათ ის, რასაც მოისურვებთ: ცეცხლოვანი რომანი, რომელიც არაფერს გავალდებულებთ, ან სერიოზული ურთიერთობები. არჩევანი თქვენზეა.
დაოჯახებულების ცხოვრება პარტნიორთან დრამებისა და სიურპრიზების გარეშე ჩაივლის. მეტი ურთიერთობები იქონიეთ მეორე ნახევართან.
ვის გაუმართლებს სიყვარულში 2020 წლის მარტში>>
რაც შეეხება ჯანმრთელობას, ამ თვეში მოსალოდნელია სტომატოლოგიური და თვალებთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ დროულად მიმართეთ სპეციალისტებს.
კურო
მარტში პლანეტების განლაგებამ, შესაძლოა, წონასწორობიდან გამოგიყვანოთ. ბევრ თქვენგანს გაუჩნდება ბედისწერასთან კამათისა და გარემოებების საწინააღმდეგოდ მოქმედების სურვილი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვარსკვლავები „სიმშვიდის დამრღვევებს" მხარს დაუჭერენ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავანტიურაში არ ჩაებმებით.
თვის ბოლო დეკადა უფრო მშვიდი იქნება. გაზაფხულის დასაწყისში კი რეკომენდებულია კარგი ურთიერთობების შენარჩუნება ნაცნობებთან, კოლეგებთან. იყავით ყურადღებიანი სამუშაოსთან დაკავშირებით, დოკუმენტებთან, შეასრულეთ დაკისრებული მოვალეობები.
ტიპურ კუროებს გაუთვალისწინებელი ხარჯები გელოდებათ. თვის ბოლოს კი კარგი იქნება, თუ ზედმეტ სამუშაოს აიღებთ და ამ ხარჯებს აანაზღაურებთ, სხვაგვარად, ფინანსური პრობლემები შეიძლება გაჭიანურდეს.
თუ ცხოვრების მეგზური გყავთ, გაუზიარეთ მას საკუთარი პრობლემები. ეს უფრო დაგაახლოებთ. არ მისცეთ პარტნიორს საკუთარ თავში ჩაკეტვის, მოწყენის უფლება.
რაც შეეხება მარტოხელებს, მარტის ჰოროსკოპი გირჩევთ, სახლში დასხდეთ, დროებით უარი უთხარით საკუთარ თავს გართობაზე. მაგრამ ცხვირი არ ჩამოუშვათ - დიდი ალბათობაა იმისა, რომ თაყვანისმცემელი სოციალურ ქსელებში გამოგიჩნდეთ.
2020 წლის რომელი თვე იქნება თქვენთვის ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>
მიხედეთ ჯანმრთელობას, განამტკიცეთ, პირველ რიგში, ემოციური ჯანმრთელობა. აღიდგინეთ ძალები.
ტყუპი
შესანიშნავი თვე გელოდებათ. გაზაფხული მოიტანს ახალ-ახალ იდეებს, გააღვიძებს შემოქმედებით საწყისს. მიეცით თავისუფლება ფანტაზიებს, მაგრამ მარტო ოცნებაც არაფერს გარგებთ, ნელ-ნელა ჩანაფიქრის ასრულებასაც შეუდექით და თუ გარემოებები ხელს გიწყობთ, აქტიურ მოქმედებებზეც გადადით. არ დაეჭვდეთ საკუთარ შესაძლებლობებში.
პლანეტების განლაგება წარმატებებს გპირდებათ სამუშაოზე და ფინანსურ საკითხებში. არ დაივიწყოთ, რომ გარკვეული თანხები გადადოთ.
გარშემომყოფები კარგად იქნებიან თქვენ მიმართ განწყობილი, ასე რომ, თუ დახმარება დაგჭირდებათ, თავისუფლად შეგიძლიათ მიმართოთ მათ.
მარტი თქვენთვის ძალზე რომანტიკული პერიოდია. საყვარელი ადამიანის მხრიდან მხარდაჭერა და გაგება 100 პროცენტით არის გარანტირებული. მარტოხელებს კი ასტროლოგები ურჩევენ, ყველაზე მოკრძალებულ და მორცხვ თაყვანისმცემელს მიაქციოთ ყურადღება, ან იმ ადამიანს, რომელიც, თქვენი აზრით, თქვენს ტიპაჟს არ შეესატყვისება, რომელიც მარტში აუცილებლად გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. ის, შესაძლოა, თქვენი ბედიც აღმოჩნდეს.
გულის ამბები მარტში სრულ წესრიგში იქნება, მაგრამ თვითონ გულიც რომ წესრიგში იყოს, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით, ქოლესტერინის დონეს, ამისთვის დაიცავით სათანადო დიეტა. წაგადგებათ ფიზიკური ზომიერი აქტიურობა, მასაჟი.
კირჩხიბი
კირჩხიბების მთავარი ამოცანა მარტში ტონუსის შენარჩუნება, თავის ხელში აყვანა და ჯანმრთელობისთვის ყურადღების მიქცევაა. დანარჩენზე ვარსკვლავები იზრუნებენ, რომლებიც შეეცდებიან, დაგიცვან სერიოზული შეცდომების, პირადი დრამებისა და უიღბლობისგან.
თუ იქნება საშუალება, სამუშაო ტემპი რამდენადმე შეანელეთ. არ აიღოთ დამატებითი ვალდებულებები. მისდიეთ გრაფიკს და გათვალეთ საკუთარი ძალები.
გასწიეთ ეკონომია, მაგრამ არა საკუთარი თავისა და ჯანმრთელობის ხარჯზე.
დაოჯახებულების გრძნობები ბუნებასთან ერთად აყვავდება, მაგრამ პარტნიორს ეჭვიანობის საფუძველი არ მისცეთ. მარტოხელებისთვის კი პაემნებისა და შეყვარების დრო დგება. მარტში დაწყებული რომანი უზარმაზარ დადებით ემოციებს მოგიტანთ, რომელსაც გაგრძელებაც ექნება იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გულის რჩეულიც თავისუფალია.
ზოდიაქოს ექვსი ნიშანი, რომელთა ცხოვრებაში ხუთწლიანი ბედნიერი პერიოდი იწყება>>
ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მოსალოდნელია სეზონური ძალების დაქვეითება და ავიტამინოზი. ამის წამალია სუფთა ჰაერზე სეირნობა და ვიტამინების მიღება - მაგრამ ექიმთან ვიზიტის შემდეგ, ყოველგვარი თვითმკურნალობის გარეშე.
ლომი
ლომებისთვის „განახლების" დრო დგება. ზოგიერთი თქვენგანი მოინდომებს გარდერობის, იმიჯის, ქცევის მანერის რადიკალურ შეცვლას, ზოგიერთი - სამუშაოს, პარტნიორის ან, თუნდაც, ცხოვრებისეული შეხედულებების.
უკვე გაზაფხულის დასაწყისში ვარსკვლავები დაგეხმარებიან, რომ მიაღწიოთ სასურველს, ასე რომ, კარგად მოიფიქრეთ სურვილები. გელოდებათ წინსვლა კარიერულ კიბეზე. სამსახურში თამამად იყავით ექსპერიმენტების, ინოვაციების მიმართ. ესაა თქვენი წარმატებების გარანტი.
ფინანსური მდგომარეობა სტაბილური გექნებათ.
რაც შეეხება ურთიერთობებს, ეს ერთგვარი გამოცდა იქნება სიმტკიცეზე. თუ კავშირი მყარია და გულწრფელ სიყვარულს ეფუძნება, პარტნიორი თქვენს ცხოვრებისეულ ცვლილებებს გაგებით მოეკიდება. მაგრამ არ აიძულოთ საყვარელი ადამიანი, ასევე, მეგობრები და ახლობლები, რომ თქვენთან ერთად შეიცვალონ.
თავისუფალ ლომებს ახალი და ხანმოკლე, მაგრამ კაშკაშა ნაცნობობა და ფლირტი ელოდებათ. ჯერჯერობით სერიოზული - არაფერი. სამაგიეროდ, მიიღებთ გამოცდილებას და დარწმუნდებით საკუთარ განუმეორებლობაში.
რა დევიზით ჩაივლის 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>
ჯანმრთელობის მდგომარეობის, სასიცოცხლო ენერგიის შენარჩუნებისთვის იპოვეთ რამე განსხვავებული, მაგალითად, აღმოსავლური გამაჯანსაღებელი პრაქტიკები, სუნთქვითი ვარჯიშები, ფიტოთერაპია.
ქალწული
თუ რამე ისე არ წავიდა, როგორც ელოდებოდით (და ეს მარტში მოსალოდნელია), არ ინერვიულოთ. ჩაიხედეთ სარკეში - მშვენიერი ხართ. აიმაღლეთ თვითშეფასება, განწყობა. მაღალი სასიცოცხლო ტონუსი ბევრ სირთულესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
ახალი პროექტები მოიცდის, რუტინულ სამუშაოს მიხედეთ. მოსალოდნელია პრობლემები, მაგრამ მთავარია, თავი აარიდოთ კონფლიქტებს კოლეგებთან და გაუგებრობებს ხელმძღვანელობასთან.
ფული გონივრულად დახარჯეთ. დამატებითი შემოსავლის იმედი მარტში ნაკლებად უნდა გქონდეთ.
ოჯახში გადაწყვიტეთ ყოფითი პრობლემები, არ ღირს ყველაფერში სახლის ბინადრების დადანაშაულება, მათზე საკუთარი ცუდი განწყობის გადმონთხევა. გადაერთეთ სახლის მოწყობაზე, ჰობიზე.
თავისუფალი ქალწულები უნდა მოემზადონ უამრავი ქათინაურისთვის. მარტში საოცრად მიმზიდველი იქნებით საწინააღმდეგოს სქესის წარმომადგენლებისთვის. ამ თვეში ჩასახული რომანი თქვენი ცხოვრების დიდ სიყვარულად შეიძლება იქცეს.
ზოდიაქოს ნიშნების ახირებები, ანუ იუმორნარევი დახასიათება>>
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, უფრთხილდით ტრავმებს.
სასწორი
ვარსკვლავები სარისკო ავანტიურებისკენ გიბიძგებენ, მაგრამ მტკიცედ დადექით, არ აჰყვეთ სხვადასხვა ეშმაკობასა და ხაფანგში არ გაებათ. საჭიროა მხოლოდ პატიოსანი და პირდაპირი გზით სვლა. თან, გაითვალისწინეთ, რომ პლანეტებმა და ვარსკვლავებმა ყველა პირობა შექმნეს თქვენი კარიერული წინსვლისთვის. გამოიყენეთ შანსი, ასევე, გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა.
თქვენი ფინანსები ამ თვეში შეზღუდული იქნება, ამიტომ მარტის ბიუჯეტი დეტალურად დაგეგმეთ. იოლი ფულის იმედი ნუ გექნებათ. სასურველია ძველი ვალების დაბრუნება.
თუ პარტნიორი გყავთ, საყვარელ ადამიანს ეჭვიანობით ნუ გაამწარებთ. ეჭვიანობის საფუძველი არა გაქვთ, ასე რომ, მოდუნდით და დატკბით ოჯახური ბედნიერებით. დაიცავით საგვარეულო ტრადიციები, განამტკიცეთ კარგი ურთიერთობები, მათ შორის, ნათესავებთან.
მარტოხელა სასწორებს კი მარტში ცოტაოდენი ქარაფშუტობა ნამდვილად არ გაწყენთ. შეიყვარეთ, გააბით რომანი. მაგრამ გულის გახსნა არ იჩქაროთ - ყოველ შემთხვევაში, მარტის ბოლომდე.
მოერიდეთ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას, გაუფრთხილდით ხერხემალს.
მორიელი
შესანიშნავი თვე გელოდებათ. მთავარია, ჯანმრთელობამ არ გიღალატოთ.
პროფესიულ სფეროს მაქსიმალური ყურადღება დაუთმეთ. აამოქმედეთ ყველა საქმიანი კონტაქტი. ახლა დიდი შანსი გაქვთ, რომ დაიწყოთ საკუთარი საქმე, იშოვოთ კარგი სამსახური ან კარიერულ კიბეზე წაიწიოთ წინ.
გელოდებათ ჯილდო ფულის სახით, მაგრამ უფრო გაზაფხულის შუა პერიოდში. მანამდე კი იმით დაკმაყოფილდით, რაც გაქვთ. დაგეგმეთ თვის ხარჯები.
დაოჯახებულებს ოჯახში სრული ჰარმონია გელოდებათ. თქვენს ძალისხმევას ამ თვალსაზრისით ოჯახის წევრები სათანადოდ შეაფასებენ.
მარტოხელა მორიელები ადვილად შეიძლება აღმოჩნდეთ საწინააღმდეგო სქესის ყურადღების ცენტრში. დატკბით ურთიერთობებით. გაატარეთ ერთად დრო, კარგად გაიცანით ახალი ნაცნობები.
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებიც პარტნიორს ღალატს არ პატიობენ>>
რაც შეეხება ჯანმრთელობას, დაგჭირდებათ ვიტამინები, შესაძლო სეზონური გამწვავებების პროფილაქტიკა.
მშვილდოსანი
განაახლეთ იმიჯი, გარდერობი, ეწვიეთ სილამაზის სალონს. შედეგი ფრიად გაგახარებთ. ამაზე საუკეთესო დროს გარდასახვისთვის ვერ იპოვით. მარტში ვარსკვლავები ამბიციურ მშვილდოსნებს კარიერაში ტაიმ-აუტის აღებას გპირდებიან.
ენერგეტიკული პოტენციალი, დიდი ალბათობით, არცთუ მაღალი იქნება. მოგვიანებით პროფესიულ სფეროში წარმატებები გელოდებათ, მაგრამ მანამდე თავს მიხედეთ.
მარტში თქვენი ძალების ცენტრი - ეს ოჯახია. პარტნიორის სიყვარულითა და მზრუნველობით გარშემორტყმულებს სენტიმენტალობა მოგეძალებათ. და ეს მშვენიერია, რადგან თქვენ ურთიერთობებში არასაკმარის რომანტიკას შეავსებს.
ვისაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ მარტოობას უნდა გამოემშვიდობოს, ის შეხვდება კიდეც ღირსეულ ადამიანს. ჰოროსკოპის მიხედვით, თქვენი პირადი ცხოვრება ბედნიერად უნდა აეწყოს.
აიმაღლეთ სასიცოცხლო ტონუსი, მოერიდეთ სტრესს. იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, მოიწესრიგეთ ძილი. ვიტამინების მიღება არ დაგავიწყდეთ.
თხის რქა
მარტში ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ამიტომ გაწერეთ მთელი თვის გეგმა. სამუშაო ადგილზე თქვენგან გულმოდგინებასა და ამტანობას მოითხოვენ, ანუ თქვენს ტიპურ თვისებებს, ამიტომ ეს თქვენთვის იოლი იქნება. ღირსეულად შეაფასეთ თქვენი ეს თვისებები და პროფესიონალიზმი. მაღალი თვითშეფასება დაგეხმარებათ, რომ უახლოეს მომავალში მდგომარეობის მასპინძელი გახდეთ.
ასტროლოგები არ გირჩევენ ნივთების სპონტანურ შეძენას, როგორც არ უნდა გიბიძგონ ამისკენ. განსაკუთრებით, თუ ამისთვის ვალის აღება გჭირდებათ.
პირად ცხოვრებაში კი თხის რქის ნიშნის ტიპურ წარმომადგენლებს ცვლილებები გელოდებათ. ახლობლებთან ურთიერთობებში უფრო გულღია და ემოციური გახდებით, სასიყვარულო პარტნიორთან კი - მგრძნობიარე და რომანტიკული. ოჯახურ ცხოვრებას ეს მხოლოდ წაადგება.
თავისუფალ თხის რქებს ასევე გრძნობების მოზღვავება გელოდებათ. სასიამოვნო ნაცნობი, რომელიც მარტში გამოჩნდება. შესაძლოა, თქვენი ცხოვრების საიმედო მეგზური გახდეს.
როგორ დავეხმაროთ ზოდიაქოს ნიშნების პატარა წარმომადგენლებს სწავლაში>>
თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა 50% კვების ხარისხზეა დამოკიდებული, ხოლო გაზაფხულის დასაწყისში - მთლიანად კვებაზე, ასე აცხადებენ ასტროლოგები. ასე რომ, გაითვალისწინეთ!
მერწყული
ხანდახან მერწყულები საოცარ სიჯიუტეს იჩენთ დასახული ამოცანების გადაჭრისას. მარტი სწორედ რომ ის პერიოდია, რომ ეს თვისება გამოამჟღავნოთ. ესაა ჯადოსნური დრო, როდესაც ოცნებები, რომლებიც აუსრულებელი გგონიათ, შეიძლება ახდეს. მთავარია გწამდეთ საკუთარი თავის და არ გაჩერდეთ, ამავე დროს, არ დაივიწყოთ ახლობლები, ყოველდღიური მოვალეობები და ჯანმრთელობა.
სამუშაოს მხრივ მარტი საკმაოდ დაძაბული თვეა, მაგრამ, სამაგიეროდ, პროდუქტიული. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, გამოიყენეთ ნებისმიერი შესაძლებლობა, რომ აიმაღლოთ პროფესიონალიზმი და შეიძინოთ ახალი ჩვევები.
გელოდებათ მატერიალური კეთილდღეობა, ზოგიერთს – დამატებითი შემოსავალი. მაგრამ თანხა გონივრულად უნდა დახარჯოთ. იღბლიანი იქნება ინვესტიციები უძრავ ქონებაში ან ჰობიში
ნუ იქნებით კრიტიკული ოჯახის წევრებისა და, პირველ რიგში, მეორე ნახევრის მიმართ. მცირეოდენი უთანხმოებები ოჯახში ჩვეულებრივი მოვლენაა. პირდაპირი საუბარი ურთიერთობებში ჰარმონიას აღადგენს.
ვინც სიყვარულს ეძებთ, ასტროლოგები გირჩევენ, ირგვლივ მყოფ ადამიანებს დააკვირდეთ, ხელიდან არ გაუშვათ ბედნიერება.
რაც შეეხება ჯანმრთელობას, აჯობებს, თუ სრულ გამოკვლევას ჩაიტარებთ და დროულად გამოავლენთ და აღკვეთთ შესაძლო პრობლემებს.
თევზები
კმარა დინების მიმართულებით ცურვა! მარტში ბევრი თქვენგანი შეძლებს მდგომარეობის გამტკიცებას საზოგადოებაში და სტატუსის ამაღლებასაც კი. ამპარტავნებაზე უარი თქვით, რომ პლანეტების კეთილგანწყობა თვის ბოლომდე შეინარჩუნოთ.
თევზები ის ნიშანი ხართ, რომლის წარმომადგენლებს გაზაფხულზე ენერგია უასმაგდებათ. ასევე გაიზრდება თავდაჯერებულობა და საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენის სურვილი.
სამსახურში თქვენი ავტორიტეტი ამაღლდება. ძალიან კარგ შთაბეჭდილებებს დატოვებთ კოლეგებზე თუ ხელმძღვანელობაზე. მოშურნეებს კი უნდა ერიდოთ და უფრთხილდეთ.
ფულთან დაკავშირებით ინტუიციას მოუსმინეთ – მან უნდა დაგიცვათ ზარალის, თაღლითების, ფინანსური რისკებისა და ავანტიურისგან.
დაოჯახებულების ცხოვრებაში ძალზე რომანტიკული პერიოდი დგება – მოიმატებს მგზნებარება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში.
თავისუფალი თევზები ძალზე პოპულარული იქნებით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა შორის. ნუ იქნებით ქედმაღალი თაყვანისმცემლებთან, მიეცით მათ შანსი, რომ საკუთარი თავი წარმოგიდგინონ. შესაძლოა, მათ შორის თქვენი ბედიც იპოვოთ.
საუკეთესო დედმამიშვილი – ზოდიაქოს ნიშნების ტოპ–სამეული>>
მარტში თქვენი სუსტი წერტილი ყელი იქნება. ასევე არ გაწყენთ, თუ ფარისებრ ჯირკვალს შეიმოწმებთ. ამ პერიოდში დაუცველია ხერხემლის კისრის მონაკვეთი. ძალიან დაგეხმარებათ ზურგზე ცურვა.