ლევან ბერძენიშვილი აკუნინთან ერთად EBRD-ის პრემიის ნომინანტია

გამარჯვებულის პრემია, რომელიც 20 ათას ევროს შეადგენს, ავტორსა და მთარგმნელს შორის თანაბრად ნაწილდება
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ცნობილი ქართველი მწერლისა და პოლიტიკური მოღვაწის, ლევან ბერძენიშვილის წიგნი „წმინდა წყვდიადი“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ლიტერატურული პრემიის ნომინანტების შორტ-ლისტში შევიდა, ნათქვამია ბანკის ვებგვერდზე.

ბერძენიშვილთან ერთად, ამ პრემიაზე პრეტენზიას აცხადებენ ბორის აკუნინი, ორჰან ფამუქი, გუზელ იაჰინა (Guzel Iahina), გრიგორი კანოვიჩი და სხვ.

„საზღვრებისა და ომების გარეშე": მოსკოვში ქართული პოეზიის ანთოლოგია გამოიცა

ჟიურიმ სულ 10 რომანი შეარჩია, რომელიც ბრიტანულ გამომცემლობებში დაიბეჭდა. აქედან ფინალში გავა მხოლოდ ექვსი ნომინანტი - სამი ავტორი და მათი მთარგმნელები. გამარჯვებულის პრემია, რომელიც 20 ათას ევროს შეადგენს, ავტორსა და მთარგმნელს შორის თანაბრად იყოფა. მეორე და მესამე ადგილებზე გასული ავტორები და მათი მთარგმნელები თითო 1000 ევროს მიიღებენ.

დაჯილდოების ცერემონია ლონდონში ბანკის შტაბ-ბინაში 2020 წლის 22 აპრილს გაიმართება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ლიტერატურული პრემია ბრიტანეთის საბჭოსთან პარტნიორობაში 2018 წელს დააარსდა. ის მოწოდებულია წარმოაჩინოს ლიტერატურული თარგმანის დიდი როლი და ინგლისურენოვან მკითხველს ლიტერატურული სამყაროს მრავალფეროვნება და სიახლეები გააცნოს.

ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი ყველა დროის საუკეთესო მწერლების ათეულშია >>

ლევან ბერძენიშვილი - საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია. თავის წიგნში „წმინდა წყვდიადი“ ავტორი პატიმრობაში გატარებულ დღეების შესახებ მოგვითხრობს. 1984 წელს ბერძენიშვილი ანტისაბჭოური საქმიანობისთვის გაასამართლეს. მკაცრი რეჟიმის კოლონიაში სამწლიანი სასჯელი მოიხადა.

რომანი „წმინდა წყვდიადი“ დაიწერა ქართულ ენაზე და ინგლისურად თარგმნა ბრაიან ჯეიმს ბერმა (Brian James Baer) და ელენ ვაინერმა (Ellen Vayner).