ადამიანის სისხლი ორი ძირითადი მახასიათებლით განისაზღვრება. პირველი — ეს არის სისხლის ჯგუფი, რომელიც ოთხი ტიპისაა l, ll, lll, lV (ან О, А, В, АВ). სისხლის ჯგუფის ფორმირება ერითროციტების ზედაპირზე ანტიგენების შემადგენლობის მიხედვით ხდება. მეორე მახასიათებელი რეზუს-ფაქტორია. ის მიუთითებს რეზუს-ცილის არსებობაზე ან არარსებობაზე და აღინიშნება ასე: Rh+ ან Rh-.
სისხლი მემკვიდრეობით მენდელის კანონების მიხედვით გადაეცემა. ამიტომ ბავშვებში ის შეიძლება მშობლებისგან განსხვავებული იყოს. მაგალითად, თუ დედას პირველი ჯგუფის სისხლი აქვს, მამას კი მეოთხე, ბავშვს, 50%-იანი ალბათობით, შეიძლება ჰქონდეს მეორე ან მესამე ჯგუფის სისხლი. რატომ ხდება ასე?
მემკვიდრეობის კანონები
სისხლის ჯგუფი სამი შესაძლო ალელიდან — O, A და B — ორი კომბინაციით განისაზღვრება: A და B თანაბარია ერთმანეთის, მაგრამ დომინანტური O-სთან მიმართებაში. ალელებით ჩაწერილი სისხლის ჯგუფები ასე გამოიყურება:
პირველი — OO.
მეორე — AA, AO.
მესამე — BB, BO.
მეოთხე — AB.
მშვიდები, კრიტიკულები და ონკოლოგიისადმი მიდრეკილები: მეცნიერები ასახელებენ სისხლის ჯგუფს
მენდელის კანონებმა შესაძლებელი გახადა მემკვიდრეობის შემდეგი წესების ჩამოყალიბება:
- ბავშვს არ შეიძლება ჰქონდეს IV ჯგუფი, თუ ერთ მშობელს მაინც არ აქვს I.
- ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი ჯგუფის სისხლი, გარდა I-სა, თუ დედას და მამას აქვთ IV.
- თუ ორივე მშობელს I ჯგუფის სისხლი აქვს, მაშინ ბავშვს აუცილებლად I ჯგუფი ექნება.
- თუ მშობლებს III და IV ჯგუფის სისხლის აქვთ, ბავშვებს შეიძლება ნებისმიერი ჯგუფის სისხლი გამოჰყვეთ.
- თუ მშობლებს ერთნაირი — II ან III ჯგუფის სისხლი აქვთ, ბავშვს შეიძლება I ჯგუფის სისხლი ჰქონდეს.
ეს იმის გამო ხდება, რომ დედა და მამა პატარას წყვილიდან მხოლოდ ერთ საკუთარ ალელს გადასცემენ. თუ რომელს, უცნობია.
მაგალითად, თუ დედას აქვს AO, ანუ მეორე ჯგუფი, მამას კი AB, ანუ მეოთხე, ბავშვმა შეიძლება მიიღოს ალელების შემდეგი კომბინაციები: AA, AB, OA, OB. შესაბამისად, მივიღებთ შანსებს:
მეორე ჯგუფის სისხლი — 50%
მესამე ჯგუფის სისხლი — 25%
მეოთხე ჯგუფის სისხლი — 25%.
მოკლედ, ნუ დაადანაშაულებთ ცოლს ღალატში, თუ სისხლის ჯგუფი მაინცდამაინც თქვენსას არ დაემთხვა. ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ გენეტიკის კანონებია.