ბრენდი, რომელიც ქართული ანბანის პოპულარიზაციას ეწევა – სამკაულთან ერთად შეძენილი ქათინაური

„ატარე“ ქართული ბრენდის სახელია, რომლის იდეა დებს – ნესტან და თამარ ამირეჯიბებს 2018 წელს გაუჩნდათ. იდეის ინსპირაცია უცხოელი ნაცნობის ქართული ასოებით აღფრთოვანება გახდა.
Sputnik

ბრენდის სახელი თავისთავად სლოგანსაც შეიცავს და მათ მართლაც სიამოვნებით ატარებენ ქართველებიც და საქართველოში ჩამოსული უცხოელებიც.

ვესაუბრებით „ატარეს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს ნესტან ამირეჯიბს.

ბრენდი, რომელიც ქართული ანბანის პოპულარიზაციას ეწევა – სამკაულთან ერთად შეძენილი ქათინაური

- ქალბატონო ნესტან, ზოგადად, ყველა საქმე საინტერესო იდეიდან იწყება, თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა?

- ეს იდეა მაშინ გაჩნდა, როცა ჩვენმა უცხოელმა ახლობელმა ქართული ასო-ნიშნები ნახა და ისინი ყვავილებს შეადარა. მან გვითხრა, თქვენ ანბანში ძალიან ლამაზი ასო-ნიშნები გაქვთ, როცა თბილისის ქუჩებში დავდიოდი, ვკითხულობდი და თან ვტკბებოდი ამ სილამაზითო. ამის მერე ბევრი ვიფიქრეთ და გაჩნდა ბრენდი, რომელიც დღეს ქართული ანბანის პოპულარიზაციას ეწევა.

ბრენდი, რომელიც ქართული ანბანის პოპულარიზაციას ეწევა – სამკაულთან ერთად შეძენილი ქათინაური

- თქვენი სამკაულების შემთხვევაში რა ფორმით ხდება ეს?

- ქართულ ასო-ნიშნებს სამაჯურზე ვკინძავთ, იყიდება ოქროსა და ვერცხლის ასოებიანი სამაჯურები თოკებსა და ძეწკვებზე. მომხმარებლის თხოვნით დავამატეთ ახალი პროდუქტი – სამაჯურზე აგებული რამდენიმე ასო-ნიშანი ან ინიციალები. ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც სამაჯურების ამ ფორმით დამზადება მოიფიქრა.

ბრენდი, რომელიც ქართული ანბანის პოპულარიზაციას ეწევა – სამკაულთან ერთად შეძენილი ქათინაური

- ამ ფორმით დამზადებული სამკაულები ქათინაურებსაც შეიცავს?

- დიახ, ასე გამოდის, თითოეულ ასო-ნიშანს თავისი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ლ - ლამაზი, ბ - ბედნიერი, ა - არაჩვეულებრივი, მ - მომაჯადოებელი და ა.შ. ყველა ასო-ნიშანს ქათინაურის ფუნქცია აქვს. ისინი შეგიძლია აჩუქო საყვარელ ადამიანს ან თავად ატარო. ეს მნიშვნელობები შეფუთვაზეა, ამიტომ უცხოელები ძირითადად ქათინაურების მნიშვნელობით არჩევენ და ყიდულობენ. ერთმა უცხოელმა შეყვარებულმა მეგობარ გოგონას წაუღო სამაჯური მისი სახელის შემადგენელი ყველა ასო-ნიშნით, ანუ შვიდი უყიდა. რომელიც მოუნდება, იმას გაიკეთებსო. ქართველები კი სამაჯურებს ძირითადად შვილის ან შეყვარებულის სახელის ინიციალების მიხედვით არჩევენ.

ბრენდი, რომელიც ქართული ანბანის პოპულარიზაციას ეწევა – სამკაულთან ერთად შეძენილი ქათინაური

- ფილოლოგები თუ არიან თქვენ შორის?

- არა, არ არიან, მაგრამ ყველა ქვეყნის პატრიოტია და საქმის გარდა მშობლიური ენის სიყვარულიც გვაერთიანებს. გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს შემკვეთებს შორის ჟურნალისტები და მსახიობები არიან. ბევრმა ჩვენი სამაჯურები განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში შეიძინა. ოქროს სამაჯურს უფრო ქორწილის საჩუქრად არჩევენ.

ბრენდი, რომელიც ქართული ანბანის პოპულარიზაციას ეწევა – სამკაულთან ერთად შეძენილი ქათინაური

- რაიმე თემატური ტექსტური განმარტება თუ ახლავს თქვენი ბრენდის ნაწარმს, მაგალითად ის, რომ ჩვენი ანბანი მსოფლიოში არსებულ 14 ანბანს შორისაა?

- დიახ, როცა უცხოელები ჩვენს ნაწარმს ყიდულობენ, იქ მოკლედ წერია ქართული ენის ისტორია, ამას გარდა საინფორმაციო ბუკლეტებიც გვაქვს დაბეჭდილი. როდესაც ნაწარმს გამოვფენთ ხოლმე, იქვე ამ ბუკლეტებსაც ვარიგებთ. ამ ფორმით გვინდა, რომ უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს სასიამოვნო მოგონებებისა და ლამაზი სამკაულების გარდა აქედან გაჰყვეთ ჩვენი ქვეყნის უძველესი ისტორიის ამსახველი ამბებიც, რასაც თავის ქვეყანაში ჩასვლის მერე სხვებსაც გაუზიარებენ.