ახალციხეში ცოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული კაცი გარდაცვლილი იპოვეს

მამაკაცის ცხედარი ქალაქთან ახლოს, ტყეში იპოვეს. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით.
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ახალციხეში ცოლის მკვლელობის მცდელობაში დადანაშაულებულმა კაცმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ოჯახში ძალადობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. ცხედარი ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში იპოვეს.

მამაკაცს სამართალდამცველები ცოლზე ძალადობისთვის 10 თებერვლიდან ეძებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მან შვილების თვალწინ ახალგაზრდა მეუღლის დახრჩობა სცადა.

ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხეულის დაზიანებებით ახალციხის კლინიკა „იმედში" 10 თებერვალს შეიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის საავადმყოფოდან უკვე გაეწერა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.