პლუსები და მინუსები: რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოში არსებული სიტუაცია შეაფასა

საქართველო მოხვდა იმ 45 ქვეყანას შორის, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოხსენებაში ცალკეულ ქვეყნებში ადამიანის უფლებების შესახებ
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საქართველოს სასამართლო რეფორმებში დადებითი ცვლილებები და შრომის კანონმდებლობის გაუმჯობესება აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მოხსენებაში „ცალკეულ ქვეყნებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ".

„ჩვენ ვალდებული ვართ" – საქართველოს პრეზიდენტი მზადაა გაზაფხულზე რუსეთის დელეგაცია მიიღოს >>

დოკუმენტში, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია დეტალურად არის აღწერილი, ცალკეული თავი საქართველოს ეთმობა.

„საქართველოში ადამიანის უფლებების წახალისებასა და დაცვის საკითხთან დაკავშირებით, უფლებადამცველი საზოგადოება აღნიშნავს გარკვეულ პოზიტიურ ცვლილებებს კანონმდებლობის სფეროში, მათ შორის გამოირჩევა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის ზომები, სასამართლო სისტემის რეფორმირება, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღება", - ნათქვამია მოხსენებაში.

სასამართლო სისტემა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე ყურადღება გაამახვილეს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ხარვეზებზე, რის შესახებ საუბრობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, PACE და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR). ერთ-ერთი ასეთი პრობლემა სასამართლო სისტემას ეხება.

ჩაატარეთ სამართლიანი არჩევნები: რას ურჩევს ევროსაბჭო საქართველოს

„გარკვეული გაუმჯობესების მიუხედავად, სისხლის სამართლის საქმეებზე ისევ გამამართლებელი განაჩენების მცირე რაოდენობა ფიქსირდება. ნაფიც მსაჯულთა სისტემა საბრალდებო დასკვნების არსებითი განხილვის საფუძველზე გასაჩივრების შესაძლებლობას არ იძლევა”, - ნათქვამია მოხსენებაში.

გასული წლის დეკემბერში მოსამართლეთა დანიშვნის საკითხიც კრიტიკის საგანი გახდა.

„ODIHR–მა ამ პროცესის ზოგიერთი კრიტერიუმების გაუმჭვირვალობა აღნიშნა. სხვა საკითხებთან ერთად აღინიშნა, რომ არ არსებობს მკაფიო კრიტერიუმები მოსამართლეთა კანდიდატების „მოკლე სიების”ფორმირებისა და პარამეტრები მათი რანჟირებისა და დანიშვნის დროს”, - ნათქვამია მოხსენებაში.

უმცირესობების საკითხები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე დაასახელა ის პრობლემები, რომლებიც საქართველოში ეროვნულ უმცირესობებს და მათთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უკავშირდება.

ეთნიკური უმცირესობები სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების გავლას შეძლებენ

„უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ეროვნული ან ეთნიკური უმცირესობებისთვის მედია პროგრამების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. საინფორმაციო პროგრამა გადასცემს სიახლეებს ხუთ ენაზე (აფხაზური, აზერბაიჯანული, სომხური, ოსური და რუსული), მაგრამ ეს არის 11-12 წუთიანი ბლოკები, რაც მაუწყებლობის დაფარვის არასაკმარისი დონეა”, - ნათქვამია მოხსენებაში.

აღნიშნულია, რომ 2018 წელს სახელმწიფო ტელესამაუწყებლო პროგრამამ წამოიწყო პროექტი, რომელიც 7 ენაზე მაუწყებელი საინფორმაციო ინტერნეტ-პლატფორმის შექმნას გულისხმობს (ქართულ, აფხაზურ, აზერბაიჯანულ, სომხურ, ოსურ, რუსულ, ინგლისურ ენებზე).

„მაგრამ ეროვნულ უმცირესობათა ენებზე პროგრამები სახელმწიფო არხებზე არ არსებობს”, - ნათქვამია მოხსენებაში.

რუსული ფაქტორი

საქართველოში ჯერ კიდევ ისმის ანტირუსული რიტორიკა, აღნიშნეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„საქართველოში არსებული ნაციონალისტური ორგანიზაციები თავიანთი იდეების პროპაგანდას ძირითადად სოციალური ქსელების საშუალებით ეწევიან. არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო არხებზე საეთერო დრო ეთმობა ქართველ ნაციონალისტურ ორგანიზაციებს და პირდაპირ ეთერს იყენებენ რუსეთისა და მისი ხალხის შეურაცხყოფისთვის”, - ნათქვამია მოხსენებაში.

რთული ურთიერთობები

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

დარჩა 20 წელი: რა იქნება „ნავთობის შემდეგ“

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და რუსეთის წარმომადგენლის გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

საქართველოსა და რუსეთს შორის ისედაც რთული ურთიერთობები გამწვავდა მას შემდეგ, რაც თბილისში დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა. 20 ივნისს თბილისის ცენტრში ანტირუსული აქციები დაიწყო. ოპოზიციამ, მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იხილა, ხმაური ატეხა და საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სესია ჩაშალა.

ამ მოვლენების ფონზე მოსკოვმა საქართველოსთან 8 ივლისიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, რუსეთის ტურისტულ ოპერატორებს კი ურჩია, არ მიეყიდათ ტურისტებისთვის საქართველოს საგზურები. ბოლო დრომდე საქართველოში ტურისტების რაოდენობით რუსეთი ლიდერობდა.