მსოფლიო დღეს

უბადრუკი სიტყვა: „უძლურმა“ სპიკერმა ტრამპის მოხსენება საჯაროდ დახია – ვიდეო

სახელმწიფოს ლიდერის გამოსვლამდე ნენსი პელოსიმ, ნაცვლად ტრადიციული ფრაზისა „ჩემთვის დიდი პატივია წარმოგიდგინოთ შეერთებული შტატების პრეზიდენტი...“, დამსწრეთ მიმართა სიტყვებით: „კონგრესმენებო, შეერთებული შტატების პრეზიდენტი!“
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშაბათს, საღამოს კონგრესის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა, რა დროსაც რამდენიმე არაერთმნიშვნელოვანი ეპიზოდი მოხდა, წერს მასმედია. 

წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა: ჯერი ზედა პალატაზეა

როგორც წესი, აღნიშნულ ღონისძიებაზე დიდი ხნის წინ დადგენილ პროცედურებს იცავენ. კერძოდ, სიტყვით გამოსვლის წინ პრეზიდენტი მოხსენების ტექსტს ვიცე-პრეზიდენტსა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს გადასცემს, რის შემდეგაც ისინი ხელს ართმევენ ერთმანეთს.

ეს ასე იყო გასულ წელსაც, მაგრამ ამჯერად დონალდ ტრამპმა ტრადიცია დაარღვია. მას შემდეგ, რაც ტექსტი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის გადასცა, ამ უკანასკნელმა თითქოს ხელი გაუწოდა პრეზიდენტს ჩამოსართმევად, მაგრამ ტრამპი შებრუნდა და ტრიბუნასთან დადგა. სპიკერმა ნერვიულად გაიღიმა. თუმცა ჟესტი, შესაძლოა, პრეზიდენტის ტრიბუნასთან მიწვევასაც ნიშნავდა.

სიტყვის დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპმა კვლავ არ ჩამოართვა ხელი არც პენსსა და არც პელოსის და პირდაპირ გასასვლელისკენ წავიდა. გზადაგზა ის მხოლოდ თანაპარტიელებს ესალმებოდა. ამ დროს სპიკერმა ნენსი პელოსიმ მაგიდიდან, რომელზეც პრეზიდენტის სიტყვის ტექსტი იდო, რამდენიმე ფურცელი აიღო და დემონსტაციულად დახია.

​გარდა ამისა, პრესამ ასევე მიაქცია ყურადღება იმასაც, რომ სახელმწიფოს ლიდერის გამოსვლამდე ნენსი პელოსიმ, ნაცვლად ტრადიციული ფრაზისა „ჩემთვის დიდი პატივია წარმოგიდგინოთ შეერთებული შტატების პრეზიდენტი...“, დამსწრეთ მიმართა სიტყვებით: „კონგრესმენებო, შეერთებული შტატების პრეზიდენტი!“

ამას მოჰყვა რესპუბლიკური პარტიის წევრების სკანდირება „კიდევ ოთხი წელი!“, რაც დონალდ ტრამპის კიდევ ერთი ვადით პრეზიდენტად არჩევას გულისხმობს.

მოგვიანებთ ნენსი პელოსიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტის სიტყვა „უბადრუკი“ იყო.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში მისი იმპიჩმენტის ფონზე შედგა, რომლის ინიციატორებიც დემოკრატიული პარტიის წევრები არიან ნენსი პელოსის მეთაურობით.

სენატში სწორედ დღეისთვისაა დანიშნული კენჭისყრა, რომლის შედეგების მიხედვითაც გადაწყდება, მიიჩნევენ თუ არა ამერიკელი კანონმდებლები პრეზიდენტს დამნაშავედ. როგორც მოსალოდნელია, სენატში, სადაც უმრავლესობას ტრამპის თანაპარტიელები წარმოადგენენ, პრეზიდენტს გაამართლებენ.

საინტერესოა ისიც, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმაში ნენსი პელოსის ჟესტი დემოკრატების სინანულისა და უძლურების ნიშნად მიიჩნიეს, რომლებსაც პრეზიდენტის ვადაზე ადრე გაშვება არ ძალუძთ.