მსოფლიო დღეს

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა

უბედურების ზონაში ასობით მაშველი მუშაობს. არ არის გამორიცხული, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს
Sputnik

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. თურქეთის აღმოსავლეთ პროვინციებში დამანგრეველ მიწისძვრას 29 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 1466 ადამიანი, იუწყება РИА Новости თურქეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტოზე (AFAD) დაყრდნობით.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში: არის მსხვერპლი >>

ნანგრევებიდან 43 ადამიანი ამოიყვანეს. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია 20 დაღუპულის და 1015 დაშავებულის შესახებ. დანგრეულია 30 შენობა, 81 კი დაზიანდა.

საქართველო მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო

6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ სივრიჯეს მახლობლად (ელაზიღის პროვინცია) პარასკევს ადგილობრივი დროით 20:55 საათზე მოხდა. ​სეისმოლოგებმა 2,7-დან 5,4-მდე მაგნიტუდის 35 მიწისქვეშა ბიძგი დააფიქსირეს.

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა თურქეთის აღმოსავლეთის 12 პროვინციაში, ასევე სირიის ჩრდილოეთში.

საგანგებო სიტუაციების სააგენტოს მონაცემებით, სტიქიური უბედურების ზონაში 28 პროვინციიდან 493 სამაშველო ბრიგადა მუშაობს. მიწისძვრის ზონაში ჩატანილია 1689 კარავი, 1656 საწოლი და 9200 საბანი. მალათიასა და ელაზიღის პროვინციებში მობილური კავშირი უფასო გახდა.

მოგვიანებით სპეციალისტებმა 4 და მეტი მაგნიტუდის 228 აფტერშოკი დააფიქსირეს.