ილია მეორე საავადმყოფოდან გაწერეს

ექიმების განმარტებით, პატრიარქის მდგომარეობა არ გაუარესებულა, მას გამოკვლევა ჩაუტარდა და ამის შემდეგ ის გაწერეს.
Sputnik

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უკვე დატოვა ბათუმის კლინიკა „მედინა“, სადაც მან სულ ნახევარი საათი დაჰყო, იუწყება პირველი არხი.

როგორც კლინიკის ნეოროქირურგი განმარტავს, მიმართვის მიზეზი წელის ტკივილი გახდა.

ილია მეორე საავადმყოფოში მოათავსეს: როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„მის უწმინდესობას წელის ტკივილები ჰქონდა, მთხოვა კონსულტაცია. გადავუღეთ კომპიუტერული ტომოგრაფია, არაფერი საგანგაშო არ არის. წირვის დროს დიდხანს ფეხზე დგომის დროს წელის ტკივილი აწუხებდა. რაიმე საგანგაშო არ არის“, – განაცხადა ნეიროქირურგმა გიორგი ვალიშვილმა.

პატრიარქის პირადი ექიმის ცისანა შარტავას განცხადებით, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა, სტაციონარში კი თავად პატრიარქისა და მისი ახლობლების სურვილით გადაიყვანეს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 4 იანვარს 87 წელი შეუსრულდა.