როდის წავა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტიდან

იუსტიციის მინისტრი საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ კამპანიაში აქტიური მონაწილეობის მიღებას აპირებს
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. რვა წელი - საკმარისი ვადაა, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას, მაგრამ თუ პარტიას დასჭირდება, მე პოლიტიკაში დავრჩები, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

წულუკიანი საქართველოს მთავრობაში უძველესი მინისტრია. მან პოსტი 2012 წლის დეკემბერში დაიკავა და ამ პერიოდში მინისტრთა კაბინეტის ოთხი მეთაური შეიცვალა.

წულუკიანი: ნინო ლომჯარია არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის

„თუ იქნება „ქართული ოცნების“ სურვილი, ვაპირებ, დავრჩე პოლიტიკაში მათთან ერთად. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრობას, ვფიქრობ, 2020 წლის არჩევნების შემდეგ სრული რვა წელი იქნება შესრულებული ჩემი და ჩემი თანამებრძოლი პირების საქმიანობისა იუსტიციის სისტემაში. პირადად ვფიქრობ, ეს საკმარისი პერიოდია, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას. დაველოდებით, როგორი იქნება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება“, - განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიური მონაწილეობის მიღებას აპირებს.

2020 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. პარტია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მანდატების უმრავლესობას მიიღებს, მთავრობის ჩამოყალიბების უფლებას მოიპოვებს.