ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

„შევარდნაძის ბრალია“: რუსეთი აშშ-თან გაფორმებულ ხელშეკრულებას გადახედავს

ამ ხელშეკრულებით რუსეთმა დაკარგა შელფი, რომელზეც უკვე მოძიებულია ასობით მილიარდი დოლარის ნავთობისა და გაზის პერსპექტიული საბადოები.
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. რუსეთი აპირებს იმსჯელოს აშშ-თან 1990 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ბერინგის სრუტის გამიჯვნის შესახებ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

Bloomberg: რუსეთმა ნავთობის მოპოვებაში პოსტსაბჭოთა რეკორდი დაამყარა

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დოკუმენტზე მსჯელობის მიზნით, რომელიც ჯერ კიდევ არ არის რატიფიცირებული რუსეთის მხრიდან, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფედერაციის საბჭოს პროფილური კომიტეტები, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და უსაფრთხოების ფედერალური სამსახური 27 იანვარს შეიკრიბებიან.

მანამდე სენატორმა ბორის ნევზოროვმა განაცხადა, რომ 1990 წელს, როდესაც აშშ-თან აღნიშნულ ხელშეკრულებაზე მუშაობა მიმდინარეობდა, საბჭოთა კავშირის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე აშშ-თან დათმობებზე წავიდა, „რისთვისაც შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის პოსტი მიიღო“. ხოლო ხელშეკრულების შედეგად აშშ-ის მფლობელობაში მოექცა ბერინგის ზღვის 77 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი — კონტინენტური შელფის ჩათვლით. შესაბამისად, რუსეთმა დაკარგა ყოველწლიურად 500 ათასი ტონა თევზისა თუ კიბორჩხალის მოპოვების შესაძლებლობა. შელფზე კი უკვე მოძიებულია ასობით მილიარდი დოლარის ნავთობისა და გაზის პერსპექტიული საბადოები. 

ნევზოროვის განცხადების პასუხად ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ შესაბამის კომიტეტებს საკითხის შესწავლა და წერილის მომზადება დაავალა, რომელსაც ის შემდეგ პრეზიდენტს წარუდგენს.