რუსთავში სიძის მკვლელობისთვის სიმამრს 13 წლით პატიმრობა შეეფარდა

სიმამრმა ქალიშვილის შეურაცხყოფისთვის სიძეზე შური იძია, თუმცა მას ამის გამო 13 წლის ციხეში გატარება მოუწევს.
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მამაკაცი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

14 წლით პატიმრობა: შშმ პირს მეგობარმა ხანჯლით 25 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დაამტკიცა, რომ 2019 წლის 23 ივნისს  ბრალდებულის სიძემ, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სიმამრმა მას ეს არ აპატია და დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც სიძე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული რუსთავში მეორე დღესვე დააკავეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.