გიორგი გახარია დავოსში ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება

საქართველოს მთავრობის მეთაური ევროპელი ლიდერებისთვის ორგანიზებული ოფიციალური ღონისძიების - Uniting Europe მონაწილეებს სიტყვით მიმართავს
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) მუშაობაში, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

გახარიას სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში 21-24 იანვარს შედგება.

რას მიაღწია პრემიერმა დავოსში: საქართველოში ინვესტირების პერსპექტივები >>

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ეკონომიკური ნაწილი დაეთმობა შეხვედრებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან, მათ შორისაა Philips Lighting, Siemens Energy, Camille Bloch, Coca-cola, Oneweb და სხვა.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერი, ევროპელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში New Ambitions for Europe.

ინვესტიციები საქართველოში გაიზარდა – ვინ ლიდერობს ამ მხრივ

მთავრობის მეთაური სიტყვით მიმართავს ევროპელი ლიდერებისთვის ორგანიზებული ოფიციალური ღონისძიების - Uniting Europe მონაწილეებს და დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის კლაუს შვაბის სახელით გამართულ მიღებას დაესწრება.

საქართველოს დელეგაციაში არიან ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომელიც გაიმართება დავოსში 21-24 იანვარს, საიუბილეო, რიგით 50-ე იქნება. ღონისძიების მთავარი თემაა ეკოლოგია და მასთან დაკავშირებული პრობლემების მთელი სპექტრი.

ჩინური საავტომობილო კომპანია საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის >>

მოსალოდნელია, რომ ფორუმის დისკუსიებს დაესწრებიან აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ჩინეთის პირველი პრემიერ-მინისტრის ჰან ჩჟენი, ასევე სომხეთის, აზერბაიჯანის, ავღანეთის, ერაყის პრეზიდენტები, იორდანიის და პაკისტანის პრემიერ-მინისტრები.