თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას უშენოდ ვერ შეძლებდა…

ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ – სხვის ნახევარს... ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები...
Sputnik

აზრების ფოიერვერკი" გთავაზობთ ოტია იოსელიანის გამონათქვამებს.

ოტია იოსელიანი (1930-2011) – გამოჩენილი ქართველი მწერალი, რომლის ნაწარმოებები მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი: რუსულად, უკრაინულად, ბელორუსულად, ჩეხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად, პოლონურად, მოლდავურად, ესპანურად, ინგლისურად, ბენგალურად, ჰინდისა და ურდუს ენებზე. სპარსულად, არაბულად, ფრანგულად, გერმანულად, სომხურად, აზერბაიჯანულად, ჰოლანდიურად, ჩინურად, იაპონურად…

თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას უშენოდ ვერ შეძლებდა…

ავტორია სცენარების, რომანების, მათ შორის: „ვარსკვლავთცვენა", „ჯარისკაცი დაბრუნდა", „იყო ერთი ქალი", „ტყვეთა ტყვე", „შავი და ცისფერი მდინარე", „ქალი გამოვიდა საღალატოდ"; პიესების: „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი", „სანამ ურემი გადაბრუნდება" და სხვ. დაწერილი აქვს საბავშვო ნაწარმოებები, პიესები, ნოველები...