ყვითელი ამბები

დასახელდა 2020 წლის „ოსკარის“ ნომინანტები

ამერიკული კინოაკადემია ლოს–ანჯელესში ჯერ კიდევ 1927 წელს დაარსდა, მისი შექმნის იდეა კინოსტუდია Metro-Goldwyn-Mayer-ის დირექტორს ლუის მაიერს ეკუთვნის.
Sputnik

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ცნობილი გახდა 2020 წლის „ოსკარის“ ნომინანტები. რიგით 92-ე დაჯილდოება 9 თებერვალს გაიმართება, მანამდე კი გაეცანით ნომინანტების სიას:

საქართველო „ოსკარისთვის“ რბოლას გამოეთიშა

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში წარდგენილია შემდეგი ფილმები: Ford vs Ferrari; The Irishman; JoJo Rabbit; Joker; Little Women; Marriage Story; 1917; Once Upon A Time In Hollywood; Parasite

საუკეთესო ორიგინალური სცენარი: Knives Out; Mariage Story; 1917; Once Upon A Time In Hollywood; Parasite

საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტულისთვის იბრძოლებენ მსახიობები: სინტია ერივო, სკარლეტ იოჰანსონი, სირშა რონანი, შარლიზ თერონი, რენე ზელვეგერი.

საუკეთესო მსახიობი კაცის ტიტულისთვის: ანტონიო ბანდერასი, ლეონარდო დიკაპრიო, ადამ დრაივერი, ხოაკინ ფენიქსი, ჯონათან პრაისი.

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი: ტომ ჰენქსი, ენტონი ჰოპკინსი, ალ პაჩინო, ჯო პეში, ბრედ პიტი.

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი: კეიტი ბეიტსი, სკარლეტ იოჰანსონი, ლორა დერნი, ფლორენს პიუ, მარგო რობი.

ქართული ფილმი  „ოსკარზე“: კინოცენტრი მსახიობების ამერიკაში გამგზავრებას დააფინანსებს

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი: Corpus Christi; Honeyland; Les Miserables; Pain and Glory; Parasite.

საუკეთესო რეჟისორი: მარტინ სკორსეზე, ტოდ ფილიპსი, სემ მენდესი, კვენტინ ტარანტინო, ჯუნ ჰო ბონგი.

საუკეთესო ანიმაცია: How to Train Your Dragon: The Hidden World; I lost My body; Klaus; Missing link; Toy Story 4.

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: The Irishman: Jo Jo Rabbit; Joker; Little Women; Two Popes.

აშშ–ში დაასახელეს ფილმი, რომელსაც 2020 წელს „ოსკარის“ აღების ყველაზე მეტი შანსი აქვს

საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის: Toy Story 4; Rocketman, Frozen 2; Harriet; BreakThrough.

საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის: Joker; 1917; Little Women; Star Wars: The Rise of Skywalker; Marriage story.

საუკეთესო კოსტიუმები: Irishman; JoJo Rabbit; Joker; Little Women; Once Upon A Time In Hollywood.

საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა: Bombshell; Joker; Judy; Maleficent; 1917.

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები: Avengers:Engame; The Irishman; The Lion King; 1917; Star Wars: The Rise Of Skywalker.

საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი: The Irishman; Joker; Light House; 1917; Once Upon A Time In Hollywood; საუკეთესო დოკუმენტური ფილმი: American Factory; The Cave; The Edge Of Democracy; For Sama; Honeyland.

გაბრიაძის მულტფილმი „იცი, დედა, სად ვიყავი?“ „ოსკარის“ ლონგ-ლისტში შევიდა

ხმის საუკეთესო მონტაჟი: 1917; Ford v Ferrari; Joker; Once Upon a Time in Hollywood; Star Wars: The Rise of Skywalker.

ხმის საუკეთესო მიქსინგი: 1917; Ad Astra; Ford v Ferrari; Joker; Once Upon a Time in Hollywood.

ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია 2020 წელს წამყვანის გარეშე გაიმართება. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ეს „ოსკარის“ ისტორიაში უკვე მესამე შემთხვევაა. ცერემონიას წამყვანი არც გასულ წელს ჰყავდა. მსახიობი კევინ ჰარტი 91-ე ცერემონიის წამყვანად დაასახელეს, თუმცა იმავე თვეს მან ამ ამპლუაზე უარი თქვა. ამის მიზეზი სოციალურ ქსელებში მის 10 წლის წინანდელ ჰომობობიურ პოსტებზე კრიტიკა გახდა. მანამდე წამყვანის გარეშე ცერემონია 1989 წელს გაიმართა. 2020 წელს ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 9 თებერვალს გაიმართება.

ამერიკული კინოაკადემია ლოს–ანჯელესში ჯერ კიდევ 1927 წელს დაარსდა, მისი შექმნის იდეა კინოსტუდია Metro-Goldwyn-Mayer-ის დირექტორს ლუის მაიერს ეკუთვნის. აკადემიის პირველი პრეზიდენტი დუგლას ფერბენქსი გახდა, რომელიც კინოსამყაროში გამოჩენილი მიღწევებისათვის პრიზის დაფუძნების ინიციატივით გამოვიდა.