თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მაღაზია „აისაფორთი“ გაქურდეს, იუწყება ქართული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩამსხვრეულია მაღაზიის შესასვლელი კარი, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა ოდენობის ზარალი მიადგა კომპანიას.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილით, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.