თბილისში პირველად საერთაშორისო საბავშვო მოდის კვირეული გაიმართება

საქართველომ სახელი გაითქვა მოზრდილთა სამოსის საინტერესო და პერსპექტიული დიზაინერებით, ახლა კი თბილისის შესახებ შეიტყობენ როგორც ქალაქის შესახებ, სადაც საბავშვო მოდა ვითარდება.
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. თბილისში პირველად 13-15 იანვარს გაიმართება საერთაშორისო საბავშვო მოდის კვირეული International Kids Fashion Week, განუცხადეს ორგანიზატორებმა „Sputnik-საქართველოს“.

ქართული მოდა: გაიცანით ქეთი ჩხიკვაძის ახალი კოლექცია >>

კვირეულის ღონისძიებები დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. 13 და 14 იანვარს საბავშვო სამოსის ბრენდული ნიშნების ჩვენებები თბილისის სხვადასხვა სავაჭრო ცენტრშია დაგეგმილი.

„მოდურად ჩაცმა იოლი იქნება“ – 2020 წლის ტრენდები

რაც შეეხება დასკვნით დღეს, დეფილეს ჩატარება იგეგმება ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერები შეიკრიბებიან. სწორედ ისინი წარუდგენენ ქართველ მაყურებელს თავის საუკეთესო სამოსს.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა სვეტლანა ოგანმა გვიამბო, რადგან საბავშვო მოდის კვირეული იმართება პირველად, დიზაინერებს რაიმე განსაკუთრებულ შეზღუდვებს არ დაუწესებენ. მათ შეუძლიათ როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის კოლექციების წარმოდგენა.

„გვსურს, რომ საქართველოში განვითარდნენ საბავშვო დიზაინერები, რათა მათ კოლექციების კეთების სტიმული გაუჩნდეთ. უკვე ზაფხულში ვაპირებთ ჩავატაროთ მეორე სეზონი ბათუმში, სადაც უფრო მეტი ქვეყანა იქნება მიწვეული“, - განაცხადა ოგანმა.

ამჯერად საქართველოში ჩვენებებში მონაწილეობის მისაღებად უკრაინიდან ათი ბავშვი ესტუმრება.