გიორგი გახარიამ თეირანში ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა

დაღუპულთა შორის არიან უკრაინის, ირანის, კანადის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და ავღანეთის მოქალაქეები. თავიანთი მწუხარება კატასტროფასთან დაკავშირებით უკვე გამოთქვეს საქართველოს პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა.
Sputnik

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თეირანში უკრაინული ავიალაინერის კატასტროფასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

საქართველოს პრეზიდენტი თეირანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

„გულწრფელად ვუსამძიმრებ თეირანთან ახლოს უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს", – დაწერა პრემიერმა Twitter-ში.

უკრაინული ლაინერი Boeing 737 თეირანის იმამ ჰომეინის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, აფრენისთანავე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 176 ადამიანიდან ყველა დაიღუპა.

თეირანის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სააგენტო IRNA-ს განუცხადა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ძრავის აალება გახდა.

თვითმფრინავის ბორტზე, რომელმაც თეირანში კატასტროფა განიცადა, ქართველები არ იყვნენ>>

არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი კიევში მიფრინავდა. Boeing 737 აფრენიდან 8 წუთში ჩამოვარდა.