ეკატერინე გორგოძემ ავსტრალიაში ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

ტურნირის ჩატარების ადგილი ავსტრალიის დედაქალაქ კანბერადან ქალაქ ბენდიგოში ქვეყანაში მიმდინარე ძლიერი ხანძრების გამო გადაიტანეს
Sputnik

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ (205-ე ადგილი WTA-ს რეიტინგით) ავსტრალიის ქალაქ ბენდიგოში საერთაშორისო საჩოგბურთო ფედერაციის ტურნირში (ITF) Apis Canberra International ასპარეზობა მოგებით დაიწყო.

ტურნირის ჩატარების ადგილი ავსტრალიის დედაქალაქ კანბერადან ქალაქ ბენდიგოში ქვეყანაში მიმდინარე ძლიერი ხანძრების გამო გადაიტანეს.

ქართველი ჩოგბურთელი ქალი ლიმოჟის ტურნირზე ფინალში დამარცხდა

პირველი რაუნდის მატჩში გორგოძემ ავსტრალიელი ბელინდა ვულკოკი სამ სეტში დაამარცხა - 3:6, 6:4, 7:6 (7:1).

მეორე შეხვედრას ეკატერინე გამართავს ტურნირის მეორე ჩოგანთან, ლუქსემბურგელ ჩოგბურთელ მენდი მენელასთან.

კიდევ ერთმა ქართველმა ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ტურნირს პირველივე რაუნდში გამოეთიშა.

ხვალ ეკატერინე გორგოძე წყვილთა თანრიგში შეხვედრას უნგრელ ჩოგბურთელთან რეკა-ლუცა იანისთან გამართავს.

ტურნირი ბენდიგოში 12 იანვარს დასრულდება. შეჯიბრების საპრიზო ფონდი 25 ათას აშშ დოლარს შეადგენს.