გურჯაანში სატვირთო რამდენიმე მანქანას და შენობას შეეჯახა

ცენტრალურ ქუჩაზე მოძრავი სატვირთო ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ რამდენიმე მანქანას, შემდეგ კი ნონეშვილის გამზირზე მდებარე ჯიხურს, შემდეგ კი აფთიაქს შეეჯახა.
Sputnik

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, იუწყება პირველი არხი.

ქარელში ავარიამ ცხრა წლის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა

გურჯაანში, ცენტრალურ ქუჩაზე მოძრავი სატვირთო ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ რამდენიმე მანქანას, შემდეგ კი ნონეშვილის გამზირზე მდებარე ჯიხურს, შემდეგ კი აფთიაქს შეეჯახა.

ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის შედარებით მძიმეა ერთი გოგონას მდგომარეობა, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა.

ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ „ჯეოჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო ბრიგადები.